როგორც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია საუბარი, ევროპარლამენტი გმობს 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობას, თუმცა ეს არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ჟურნალისტებისა და ოპოზიციისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15 ივლისის მოვლენების შემდეგ თურქეთში მინიმუმ 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, მინიმუმ 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს. ამავდროულად, დაკავებულ ჟურნალისტებს ადვოკატებთან წვდომა შეზღუდული აქვთ, ისინი ადამიანის ღირსებისთვის დამამცირებელ პირობებში იმყოფებიან, ასევე განიცდიან ზეწოლას.
გარდა ამისა, ქვეყანაში დაიხურა 100-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა, რის შედეგადაც სამსახურის გარეშე დარჩა 2 300-ზე .
შეგახენებთ, 15 ივლისის ღამეს, თურქეთში სამხედრო ამბოხი მოხდა, რომლის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. ოფიციალური ვაშინგტონი თავისმხრივ აცხადებს, რომ მზად არის გიულენი თურქეთს გადასცეს, თუკი ოფიციალური ანკარა მისი დანაშაულის მტკიცებულებებს წარადგენს.
თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. დაიხურა რამდენიმე მედიასაშუალებაც.
გიულენთან კავშირის გამო დააკავეს მისი ძმა, ძმისშვილი და რძალიც.
მასალის გამოყენების პირობები






