ანდრეი სახაროვის პრემია „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილ ტყვეებს, იეზიდ უფლებადამცველებს გადაეცათ
მსოფლიო - 17:23, 27 Oct, 2016     1960
ანდრეი სახაროვის პრემია ადამიანის უფლებების დაცვის დარგში „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილ ტყვეებს, იეზიდ უფლებადამცველებს ნადია მურადსა და ლამია აჯი ბაშარს გადაეცათ.


საპატიო ჯილდოს მფლობელების ვინაობა დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოცხადდა. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ევროპარლამენტში დეკემბერში გაიმართება.

აღნიშნულ პრემიაზე ასევე წარდგენილები იყვნენ ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი და თურქი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ჯან დიუნდარ.

2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტები ერაყში სოფელ კოჩოს დაესხნენ თავს და ქალები და ბავშვები გაიტაცეს. გატაცებულებს შორის უფლედამცველებიც აღმოჩნდნენ. ორივე მათგანი წამებასა და სექსუალურ ძალადობას განიცდიდა.

ნადია მურადს დედა და ექვსი ძმა მოუკლეს.

ნადია მურადმა ტყვეობიდან გაქცევა 2014 წლის ნოემბერში შეძლო და „ისლამურისახელმწიფოს" მებრძოლების მსხვერპლთა ქალების უფლებების დასაცავად დაიწყო ბრძოლა. 2015 წლის დეკემბერში კი, ის გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით წარდგა, სადაც მსოფლიოს თავისი ისტორია უამბო. მიმდინარე თვეს ნადია მურადი ადამიანის უფლებების დარგში დაწესებული ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

ნადია გამოვიდა ინიციატივით და იეზიდების წინააღმდეგ ჯიჰადისტების მიერ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარებას ითხოვს. აღნიშნულ მოსაზრებას გაერო-ც უჭერს მხარს.

ლამიეაჯი ბაშარი 16 წლის იყო, როდესაც ექსტრემისტებმა გაიტაცეს. მან ტყვეობაში თითქმის ორი წელი გაატარა. ლამიამ გაქცევა რამდენჯერმე სცადა, ბოლო მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და გათავისუფლებისთანავე იეზიდ ქალთა უფლებების დასაცავად ბრძოლაში ნადიას შეუერთდა.

სახაროვის პრემია 2015 წლის ოქტომბერში არაბ ბლოგერს რაიფ ბადავის მიენიჭა, რომელსაც „ელექტრონულ არხებში ისლამის შეურაცხყოფისთვის" 10 წლიანი პატიმრობა და 1000 როზგი აქვს მისჯილი.

სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს, ევროპარლამენტმა დააწესა. პრემია კერძო პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ენიჭებათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42