საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით ჩინურმა კომპანიებმა საქართველოში მოყვანილი ჩაის დეგუსტაცია გამართეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:07, 27 Oct, 2016     1441
საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით, Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd, ჩინურმა კომპანიებმა, საქართველოში ჩინელი სპექციალისტების მიერ მოყვანილი ჩაის დაგემოვნების ცერემონიალი გამართეს. კომპანიის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ჩაის კულტურის დეტალები და ტრადიციები გააცნეს და დასაგემოვნებლად საქართველოში მოწეული პროდუქცია შესთავაზეს.


ღონისძიებას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი პირების, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სავაჭრო პალატის წარმომადგენლების გარდა, ასევე ესწრებოდნენ ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი და აბრეშუმის გზის განვითარების ფონდის დირექტორი.

„საქართველოს ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობები გაააჩნია, რაც მას მსოფლიოს ბაზრებზე დამკვიდრების კარგ შესაძლებლობას ანიჭებს. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ჩაის მრეწველობის აღდგენას, შავი ზღვის სხვადასხვა რეგიონებში ჩაის პლანტაციის გაშენებას, ჩაის გადამუშავების ტექნოლოგიის დახვეწას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, ჩაის წარმადობისა და ხარისხის ამაღლებას, რეგიონებში დასაქმებას, ჩაის დარგვისა და მოვლის უნარების კულტურის ამაღლებას და საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესებას,“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ღონისძიების მიზანი იყო საპარტნიორო ფონდსა და Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd შორის, მაისის თვეში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტის განხორციელება. საქართველოში ჩაის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და საქართველოში ჩაის პლანტაციის გაშენებას, მის გადამუშავებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას მოიცავს.

Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd

ჩინეთის მსხვილი კომპანიაა, რომელიც ძირითადად სპეციალიზირებულია სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზებაში. კომპანიას ანგჰუისა და სიჩუანში ჩაის წარმოების ინდუსტრიული ბაზა და სოფლის მეურნეობის განვითარების საწარმოები აქვს.

Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd

ჩინური მრავალპროფილიანი კომპანიაა, რომელიც ძირითადად ფლობს საბითუმო სავაჭრო ცენტრებს, ასევე დაკავებულია საგარეო ვაჭრობით, სასოფლო სამეურნეო, მეცხოველეობისა და სამრეწველო საწარმოების განვითარებით. ამჟამად ის წარმოადგენს ყველაზე დიდ ჩინურ საინვესტიციო კომპანიას საქართველოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42