· შეასრულონ ნებისმიერი საბანკო ოპერაცია;
· Student Card -ით გადახდისას, დააგროვონ Express ბონუსქულები და შემდეგ ეს ქულები გადაცვალონ: უფასო მგზავრობაზე, მობილურის სასაუბრო დროზე, მობილურის ინტერნეტზე, სმს-ებზე და სხვა მომსახურებაზე;
· ისარგებლონ შეღავათიანი სტუდენტური ტარიფით, მეტროში, ავტობუსებსა და საბაგირო გზაზე;
· ისარგებლონ Express განვადებით;
· შეიძინონ სასურველი ნივთი ონლაინ;
Student Card -ზე ნაღდი თანხის შეტანა ასევე მარტივად, Express Bank-ის გადახდის აპარატებით არის შესაძლებელი. სტუდენტები, ბარათის მხოლოდ ერთი შეხებით გადახდას, შეძლებენ ყველგან - უბნის მაღაზიაში, სუპერმარკეტში, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. ასევე, ანდროიდის სისტემაზე მომუშავე სმარტფონით, TSKAPP აპლიკაციის მეშვეობით. სურვილისამებრ, შესაძლებლობა აქვთ ბანკომატის საშუალებით გაანაღდონ თანხა, ისარგებლონ ინტერნეტ-გადახდებით, შეავსონ მობილური ბალანსი საკომისიოს გადახდის გარეშე. სტუდენტები უფასოდ ისარგებლებენ დისტანციური საბანკო მომსახურებითაც, რომლის დახმარებითაც ბანკში მიუსვლელად შეძლებენ სასურველი საბანკო და არასაბანკო მომსახურების მიღებას: ინტერნეტბანკის, მობილბანკის, ტელეფონბანკის და SMS ბანკის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.studentcard.ge
მასალის გამოყენების პირობები






