„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძლები მოსულის მსოახლეობას სასტიკად უსწორდებიან.
დასავლური მედიის ცნობით, მოსულიდან 35 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ ტულუში 70-მდე ცხედარი აღმოაჩინეს.
როგორც გაირკვა, ჯიჰადისტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა ჯერ დახვრიტეს, შემდეგ კი მდინარეში გადაყარეს.
შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს ერაყის სამთავრობო არმიამ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო და 800 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაწმინდა.
ერაყის შეიარაღებულ ძალებს აშშ-ის ხელმძღვანელობის მოქმედი საერთაშორისო კოალიცია ეხმარება.
ქალაქ მოსულის დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები 2014 წლის ივნისიდან აკონტროლებენ.
მოსული ერაყში ტერორისტული დაჯუფება "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი მსხვილი დასაყრდენია. ხელისუფლების განცხადებით, მისი გათავისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებას ნიშნავს.
სწორედ მოსულში განაცხადა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა ხალიფათის შექმნის შესახებ.
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
ორი წლის წინ, ექსტრემისტების მიერ ქალაქის დაპყრობამდე იქ ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
მასალის გამოყენების პირობები






