AFP-ის ცნობით, გულა პაკისტანში, საკუთარ სახლში დააკავეს, სადაც ავღანეთიდან გაქცევის შემდეგ არალეგალურად ცხოვრობდა.
დაკავებისას მას პაკისტანური და ავღანური პასპორტები აღმოაჩნდა.
შარბათ გულას, რომელიც ახლა 44 წლის არის, 14 წლიანი პატიმრობა და 3-იდან 5 ათასა დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.
სამართალდამცავები ასევე 3 პაკისტანელ ჩინოვნიკს ეძებენ, რომლებმაც ავღანელ ქალს ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაუმზადეს.
შარბათ გულა ერთ-ერთი ავღანელი აღმოჩნდა, რომელმაც ნაომარ ქვეყანაში დაბრუნებას პაკისტანში დარჩენა ამჯობინა. როგორც გაირკვა სამართალდამცავები მას 2 წელის განმავლობაში ეძებდნენ.
1984 წელს, ომის თემაზე მუშაობისას, პაკისტანში განლაგებულ ავღანელთა ბანაკში, ბრიტნელმა ფოტოგრაფმა სტივ მაკ-კერიმ 12 წლის გოგონა, გულა გადაიღო და ფოტოს “ავღანელი გოგონა” უწოდა. გოგონას ფოტო მალევე შერაცხეს „ავღანელ მონა ლიზად.“
17 წლის შემდეგ ფოტოგრაფმა გადაწყვიტა გულა მოეძებნა. შარბათ გულას ავღანურ ტომში მიაკვლია და ქმრის ნებართვით ფოტო ისევ გადაუღო.
"ავღანელი გოგონას" ფოტო National Geographic-ის ისტორიაში, ყველაზე წარამტებულ ფოტოდ ითვლება.




მასალის გამოყენების პირობები






