თურქეთში, მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, პოლიციის მხრიდან ჩადენილ წამების ფაქტებზე საუბრობს. უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა.
ანგარიშის თანახმად, პოლიციის მიერ განხორციელებული წამების 13 შემთხვევა დაფიქსირდა.
ორგანიზაციის ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების დირექტორის ჰიუ უილიმსონის განცხადებით, მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ სამართალდამცავებს დაკავებული ადამიანების მიმართ მსგავსი მოპყრობისთვის ფაქტიურად ხელ-ფეხი გაუხსნა და წამება დასაშვები გახადა.
შეგახსენებთ, 15 ივლისის ღამეს, თურქეთში სამხედრო ამბოხის მოხდა, რომლის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. ოფიციალური ვაშინგტონი თავისმხრივ აცხადებს, რომ მზად არის გიულენი თურქეთს გადასცეს, თუკი ოფიციალური ანკარა მისი დანაშაულის მტკიცებულებებს წარადგენს.
თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. დაიხურა რამდენიმე მედიასაშუალებაც.
გიულენთან კავშირის გამო დააკავეს მისი ძმა, ძმისშვილი და რძალიც.
მასალის გამოყენების პირობები






