თიბისი ბანკის ჯგუფი სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ მფლობელია
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:58, 26 Oct, 2016     2256
თიბისი ბანკის ჯგუფმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ 100%-იანი წილის შესყიდვასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება ჯგუფმა ფინანსური მომსახურების დივერსიფიკაციისა და მრავალფეროვანი პროდუქტების შეთავაზების სტრატეგიიდან გამომდინარე მიიღო.

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში „კობენბურის“ რებრენდინგი განხორციელდება და უკვე ახალი წლიდან თიბისი ბანკის მომხმარებლებს შეეძლებათ, ისარგებლონ ახალი სახელით მოქმედი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტებით.

„კოპენბური“ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ფოკუსირებულია ავტომობილების დაზღვევაზე. მას ავტოდაზღვევის ბაზრის 9% უჭირავს (2016 წლის 30 ივნისის მონაცემებით).

თიბისი ბანკის ჯგუფის მიერ „კოპენბურის“ შესყიდვის შემდეგ, ახალი სადაზღვევო კომპანია გახდება თიბისი ბანკის მთავარი პარტნიორი დაზღვევის მიმართულებით. ასევე, თიბისი ბანკი აპირებს, რომ გააფართოვოს სადაზღვევო მომსახურების სპექტრი და შეთავაზებულ პროდუქტებს დაამატოს ახალი სადაზღვევო პროდუქტები - მოგზაურობის დაზღვევა, უბედური შემთხვევის, საკრედიტო ხაზის, სიცოცხლის, ბიზნესსაკუთრების, სესხის დაზღვევა და სხვა.

ახალი სადაზღვევო კომპანია ძირითადად საცალო ბაზარზე იქნება ორიენტირებული და აქცენტს ფიზიკური პირების მომსახურებაზე გააკეთებს. საშუალოვადიან პერიოდში თიბისი ბანკის ჯგუფი გეგმავს სადაზღვევო ბაზრის 25%-ის ათვისებას. პირველადი ინვესტიციის თანხა 8 მილიონი ლარია, რომელიც კომპანიის კაპიტალის შევსებას და ტექნოლოგიურ განვითარებას მოხმარდება.

ახალ სადაზღვევო კომპანიას უხელმძღვანელებს ამ სფეროში გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი - პაატა ღაძაძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და დავით კიღურაძე, რომელსაც წლების განმავლობაში თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიების დირექტორის პოზიცია ეკავა საქართველოსა და აზერბაიჯანში. მათ ასევე საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მართვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.

„ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით, პირველ რიგში, ისარგებლებს ჩვენი მომხმარებელი, რომელსაც შევთავაზებთ კომპლექსურ სადაზღვევო პროდუქტებს. მომსახურება განხორციელდება მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტული ფორმით, უმოკლეს დროში და გამარტივებული პროცედურით. ზოგადად, „კოპენბურის“ შესყიდვა სრულად შეესაბამება თიბისი ბანკის ჯგუფის სტრატეგიას, რომ გააფართოვოს ფინანსური მომსახურების არეალი და ამავე დროს, კომპანია კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს ინვესტორებისთვის,“ - აცხადებს პაატა ღაძაძე.

„კოპენბურში“ ამ დროისათვის 100-მდე პროფესიონალია დასაქმებული და ისინი საქმიანობას უკვე ახალი ბრენდის ქვეშ მოქმედ კომპანიაში გააგრძელებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42