"მომავალ წელს ისევ მოვალთ და ვიტყვით, რომ საქართველომ მეტ წარმატებას მიაღწია"- მერსი ტემბონი
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:26, 26 Oct, 2016     1113
„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ საქართველო მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ბიზნესის წარმოების რეიტინგში საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით გააუმჯობესეს,“ - განაცხადა მსოფლიოს ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, რომელიც მსოფლიო ბანკის “Doing Business 2017”-ის კვლევას მიეძღვნა.

აღნიშნული კვლევით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. რეიტინგის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის - მაკედონიის (ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა) და ლატვიის შემდეგ. საქართველო, ასევე, იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.

გასული წლის განმავლობაში, საქართველომ ხუთი რეფორმა განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ელექტროენერგიის მიღება, ქონების რეგისტრაცია, მინორიტარი ინვესტორების უფლებების დაცვა, საერთაშორისო ვაჭრობა და გადასახადების გადახდა.

„საქართველო ევროპის ყველა ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა, რითაც ძალიან ვამაყობთ“, - განაცხადა მერსი ტემბონმა. მან დაასახელა ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. კერძოდ, ქონების რეგისტრაცია, როდესაც გაუმჯობესდა მიწის ადმინისტრირება თბილისში კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით; აგრეთვე მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა - საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებების და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში და მფლობელობის და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაფიოდ განსაზღვრით. ასევე ვაჭრობა საზღვრებს შორის - ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტის და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფი წარდგენა. ასევე, დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა.

გადასახადების გადახდა - ამ სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის დეკლარაციის დამატებითი დანართი და გააუმჯობესა დღგ-ის დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემის ეფექტიანობა.

ელექტროენერგიით მომარაგება - გაუმჯობესდა ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობა, რადგან დაწესდა საჯარიმო სანქციები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ხანგრძლივობის დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებისთვის და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირის დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებისთვის. ასევე გაუმჯობესდა მომხმარებლის ინფორმირება ელექტროენერგიის დაგეგმილი გათიშვის შესახებ.

„მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა იყენებს ჩვენი ანგარიშის მონაცემებს. მათ შორის, ქვეყნების კერძო სექტორიც, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის და აჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ვამაყობ ამ შედეგით. ვთხოვ მთავრობას, არ შეჩერდეს რეფორმების გზაზე.

„ეს წარმატება ნამდვილად აღსანიშნავია, მაგრამ პოზიტიური ტენდენციებს შენარჩუნება არის საჭირო, და ჩვენ მომავალ წელს ისევ მოვალთ და ვიტყვით, რომ საქართველომ მეტ პროგრესს მიაღწია“, - განაცხადა მერსი ტემბონმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42