პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების - TMG 2016-ის სპონსორია
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:52, 26 Oct, 2016     706

26-27 ოქტომბერს გაიმართება ყოველწლიური ორ-დღიანი ღონისძიება TMG 2016 -„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“, რომელსაც უკვე მეორე წელია სპონსორობას უწევს პაშა ბანკი.

„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 2010 წლიდან ტარდება და მას ყოველწლიურად 100-მდე დელეგატი ესწრება საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ევროპის საშუალო და მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან.

აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია ამ სექტორში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისთვის როგორც გამოცდილების და ცოდნის გაზიარების კუთხით, ასევე საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

TMG-ს მონაწილეთა შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები, ინტერნეტ-პროვაიდერები, ქსელის ოპერატორები და სხვადასხვა საკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებლები, მათ შორის:
LINX Telecom (ნიდერლანდები), Apelby Communications (ჩეხეთი), PCCW Global (ჰონგკონგი), OTEGLOBE (საბერძნეთი), Turkcell Superonline (თურქეთი) და სხვები.

რეგიონის მიმართ მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული სატელეკომუნიკაციო კომპანიები ყოველ წელიწადს სტუმრობენ „სატელეკომუნიკაციო შეხვედრებს“ ქართულ კომპანიებთან არსებული ურთიერთობების გასამყარებლად და ახალი პარტნიორობის დასაწყებად.

„პაშა ბანკი უკვე მეორე წელია მხარს უჭერს აღნიშნულ ღონისძიებას, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს ბანკის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის წინსვლას. ვიმედოვნებთ, ეს შეხვედრები შედეგიანი იქნება ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის განვითარებისთვის, ჩვენ კი სამომავლოდაც გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას.“- აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

“უკვე მეორე წელია, პაშა ბანკი ღონისძიების სპონსორის როლში გვევლინება. გამომდინარე იქიდან, რომ პაშა ბანკი ყოველთვის გვერდში უდგას ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მიესალმება ყველანაირ სიახლეს და ინოვაციას, ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია მათი მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ინიციატივასაც ბანკი შესაბამისად აფასებს”.- განაცხადა TMG-ის ორგანიზატორმა, სოფი ამირანაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42