ელექტროენერგიის მიღების კუთხით საქართველო „Doing Business“-ის რეიტინგში დაწინაურდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:37, 26 Oct, 2016     1561
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული „Doing Business 2017“-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ელექტროენერგიის მიღების კუთხით 26 პოზიციით დაწინაურდა და 65-ე ადგილიდან 39-ზე გადაინაცვლა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაუმჯობესდა ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა, რადგან დაწესდა საჯარიმო სანქციები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირისა (SAIFI) და ელექტროენერგიის გათიშვების საშუალო ხანგრძლივობის (SAIDI) დადგენილი ნორმების გადაჭარბებაზე. ასევე, გაუმჯობესებულია ელექტროენერგიის გეგმიურ წყვეტებთან დაკავშირებით მომხმარებელთა ინფორმირებულობა.

ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი წესები, რომლის საფუძველზეც ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები უწევენ მომხმარებელს გამარტივებულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ შემუშავებული რეგულაციაა.

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მიხედვით, მომხმარებელს, რომელსაც სურს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება და ელექტროენერგიის მიღება, შეუძლია მიმართოს გამანაწილებელ კომპანიას განაცხადით, რომელიც „ერთი სარკმლის“ პრინციპის შესაბამისად, კომისიის წესებით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოფს ყველა სამუშაოსა და მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდებას.

კომისია მონიტორინგს უწევს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირისა (SAIFI) და ელექტროენერგიის გათიშვების საშუალო ხანგრძლივობას (SAIDI). კომისიის მიერ შემუშავებული მომსახურების კომერციული ხარისხის წესების შესაბამისად განსაზღვრულია გამანაწილებელი კომპანიების ვალდებულებები ელექტროენერგიის გათიშვებთან დაკავშირებით მომხმარებელთა ინფორმირების კუთხით, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს კომპენსირების სისტემა მომხმარებელთა სასარგებლოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42