წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ყაჩაღებმა ოჯახიდან 30 ლარი წაიღეს და 8 წლის ბიჭი სცემეს
საზოგადოება - 16:36, 13 May, 2013     1803

 


შემთხვევა წინამძღვრიშვილის 90 ნომერში, ღამის საათებში მოხდა. ყაჩაღებმა ბინაში მოტყუებით შეაღწიეს და ოჯახის სამ წევრს იარაღის მუქარით ფული მოსთხოვეს. სახლში მყოფებმა მათ განუმარტეს, რომ 30 ლარზე მეტი არ ჰქონდათ და ეს თანხა გადასცეს, თუმცა, თავდამსხმელებმა მუქარა გააგრძელეს.

 

ამის შემდეგ ოჯახის უფროსმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც სამი თავდამსხმელი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ასევე სასტიკად სცემეს მცირეწლოვანი ბიჭი, რომელმაც სცადა, მამას მიშველებოდა.

 

მეზობლები ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, დაზარალებულთა ვინაობას, ოჯახის სურვილის გათვალისწინებით, არ ასახელებენ. მათ არც ის იციან, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე:

 

"მგონი, რაღაც მიზეზების გამო პოლიციისთვის არც მიუმართავთ", - უთხრა "ნიუპოსტს" ერთ-ერთმა მცხოვრებმა,- "ამის მიზეზი ისაა, რომ მოგვიანებით გაიგეს, თითქოს ყაჩაღებისთვის ცრუ "ნაკოლის" მიმცემი მათი ახლო ნათესავი აღმოჩნდა. არ უნდათ, შარში გახვიონ", - აღნიშნა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა. მისივე თქმით, არსებობს ვერსია, რომ ყაჩაღები მეზობელ უბანში მცხოვრები ამნისტირებული პატიმრები იყვნენ.

 

მომხდარ ფაქტზე კომენტარისთვის "ნიუპოსტი" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ყაჩაღობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არა აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42