თიბისი გალერეამ რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომის პრეზენტაციას უმასპინძლა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:02, 26 Oct, 2016     1414
თიბისი გალერეაში ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მხატვარმა თავად წარადგინა.

ალბომი მხატვრის 200-მდე ნამუშევარს აერთიანებს, რომლებიც ქრონოლოგიურად და ჟანრების მიხედვითაა დაყოფილი, კერძოდ, ბავშვობის პერიოდის ნახატები, გრაფიკა, ფერწერა, ილუსტრაცია. კატალოგში შესულია რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ 6-11 წლის ასაკში ფანქრითა და ტუშით შესრულებული ნამუშევრები, ასევე ილუსტრაციები, რომლებიც ფრანგულ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნისთვის“, ასევე, „დათა თუთაშხიასა“ და სხვა ნაწარმოებებისთვის შეიქმნა.

ალბომის პრეზენტაციასთან ერთად, თიბისი გალერეაში რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენაც გაიხსნა, სადაც მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 10-ზე მეტი ნამუშევარი - გრაფიკული და ფერწერული ტილოებია წარმოდგენილი. ნამუშევრების ნაწილი პირველად გამოიფინა დამთვალიერებლისთვის.

ფეტვიაშვილის მხატვრობა განსაკუთრებული ტექნიკით გამოირჩევა. ურთულესი ფერწერული თუ გრაფიკული კომპოზიციები ერთი ხელის მოსმითაა შესრულებული, ყოველგვარი წინასწარი მონახაზისა და ესკიზის გარეშე, ნებისმიერ ფორმაზე. მხატვარი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასალით მუშაობს – ფანქარი, აკვარელი, ტემპერა, ზეთის საღებავები, ქაღალდი, მუყაო, აბრეშუმი და სხვა. ბოლო პერიოდის ნამუშევრების ძირითადი ნაწილი ფერწერა და გრაფიკაა აბრეშუმზე.

რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრები დაცულია ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის კერძო გალერეებსა და კოლექციებში, მათ შორის საფრანგეთში, შვეიცარიაში, აშშ-ში, უკრაინაში, რუსეთში, გერმანიაში, ინგლისსა და იტალიაში. მხატვრის ნამუშევრებს პირად კოლექციებში ინახავენ მარგარეტ ტეთჩერი, ჯორჯ ბუში, ილჰამ ალიევი, ტონინო გუერა, რიჩარდ მაილსი, ფაბრიციო რომანო და სხვა მსოფლიოში ცნობილი ადამიანები.

რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომი გამომცემლობა „არტანუჯმა“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. ალბომი ქართულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი. კატალოგი საქართველოს მასშტაბით მდებარე წიგნის მაღაზიებში გაიყიდება.

რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 27 ოქტომბრამდე (15:00 საათამდე) შეეძლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42