მსოფლიო ღირებულების აღმოჩენა შავი ზღვის ფსკერზე - ამ აღმოჩენას „ფლოტი მოჩვენება“ უწოდეს, DailyMail-ის ცნობით შავი ზღვის ფსკერზე მკვლევარებმა 40 გემის იდეალურად შემონახული ნარჩენები აღმოაჩინეს.
შავი ზღვის სიღრმეში სრული სიბნელის პეიზაძია გადაშლილი, სადაც სინათლის სხივები არ აღწევს და არც ჟანგბადია. არქეოლოგები დიდი ხნის მანძილზე მიიჩნევდნენ რომ ეს „მკვდარი ზონა“ ინახავს მრავალი წლების მანძილზე ჩაძირული გემების საინტერესო სასაფლაოს.
შესაბამისმა ექპედიციამ 1 800 მეტრზე დაბალ სიღრმეში კვლევები დაიწყო, მათ ოფშორული ხომალდი გამოიყენეს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო სპეც ტექნოლოგიით იყო აღჭურვილი.
პროექტს „შავი ზღვის MAP“-ს საუტჰემპტონის საზღვაო არქეოლოგიის უნივერსიტეტი უდგას სათავეში.
პროექტის წევრი, პროფესორი ჯონ ადამსი აცხადებს: „ჩვენ გვსურს რამდენიმე აქტუალურ კითხვას პასუხი გავცეთ, იმასთან დაკავშრებით, რომ როდესაც წყლის დონემ მოიმატა, რა სისწრაფით მოხდა ეს და შედეგები მოიტანა კაცობრიობის პოპულაციაზე, რომლებიც ამ ზონაში ცხოვრობდნენ. გვსურდა შავი ზღვის პრეისტორიის რეკონსტრუქცია.
კვლევების შედეგად, მოხდა 40 აძირული გემის ნარჩენების აღმოჩენა, მათ შორის არის ოსმალური და ბიზანტიური გემები, რომლებიც გარკვეულ ინფორმაციებს მიაწვდიან მკვლევარებს შავი ზღვის მიდამოებში მიმდინარე მოვლენებტან დაკავშრებით.
აღმოჩენილ გემებს შორის არის ბერძნული და რომაული გემებიც. 1453 წელს, როდესაც ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს, შავი ზღვა გარე ვაჭრობისთვის ფაქტობრივად სრულად ჩაიკეტა. 400 წლის შემდეგ, 1856 წელს კი შავი ზღვის აკვატორია კვლავ გაიხსნა. პროფესორ ადამსის თქმით, გემების ნარჩენები უნიკალური აღმოჩენაა.







მასალის გამოყენების პირობები






