ლვოვის სასამართლო ხატია დეკანოიძისთვის სასჯელის დაკისრებას ითხოვს
მსოფლიო - 20:00, 24 Oct, 2016     16594
ქ. ლვოვის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაავალდებულია უკრაინის შსს, რათა მან დისციპლინარული პასუხისმგებლობა დააკისროს უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელს, ხატია დეკანოიძეს, რომელიც თავისი ოფიციალური მოვალებების შესრულებისას არ იყენებს უკრაინის სახელმწიფო ენას - უკრაინულს.

სარჩელი სასამართლოში ამ საკითხთან დაკავშირებით ლვოვის უნივერსიტეტის ლექტორმა სვიატოსლავ ლიტინსკიმ შეიტანა. იგი განმარტავს, რომ ადრე ანალოგიური მოთხოვნით მან შსს-საც მიმართა, თუმცა, მისგან პასუხი ვერ მიიღო.

„ქალბატონი ხატია დეკანოიძე უკვე სამი წელია რაც უკრაინაში იმყოფება და საჯარო სამსახურშია. მას თავისუფლად შეეძლო ესწავლა უკრაინული, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად, 6 თვეში სწავლობს ენას. დეკანოიძე უკრაინის კონსტიტუციის 10-ე მუხლს არღვევს,“ აცხადებს სარჩელის ავტორი.

ლიტინსკი ცნობილია ამ ხასიათის სარჩელებით, ადრე მან უჩივლა მინისტრ ავაკოვს, რომელმაც სხდომაზე რუსულ ენაზე გააკეთა მოხსენება, აგრეთვე მოგებული აქვს ანალოგიური პროცესები „სამსუნგის“, „პრივატ ბანკისა“ და სხვა ფირმების წინააღმდეგ.

ხატია დეკანოიძეს 10 დღე აქვს, რათა სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42