,,რატომ არ გამოცხადდა განგაში?!“ - რა მოხდა ,,კრწანისის“ დაცულ სამხედრო ობიექტზე, სადაც აშშ-ს სამხედრო ინსტრუქტორები იმყოფებიან
პოზიცია - 18:27, 24 Oct, 2016     5367
სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მომხდარ შემთხვევაზე სამხედრო ექსპერტები შეფასებებს აკეთებენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 23 ოქტომბერს, ღამის 03:30 საათზე სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე სამი უცნობი პირი შეიჭრა, რომელთაგან ერთ-ერთის ლიკვიდაცია გუშაგმა მოახდინა, უწყების ცნობით ორმა პირმა მიმალვა შეძლო. იზორიას უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გუშაგმა უცნობების მისამართით გასროლა გაფრთხილების შემდეგ მოახდინა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მყოფმა პირებმა გუშაგის მისამართით ცეცხლმაქრი ისროლეს და სწორედ ეს გახდა გუშაგის მხრიდან პროტოკოლით გათვალისწინებული ქმედების მიზეზი. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელია. უწყება ასევე აცხადებს, რომ უცნობ პირებს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.


მომხდართან მიმართებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს განცხადება გააკეთა.
მისი თქმით გუშაგი პროტოკოლის სრული დაცვით მოიქცა. იზორიას თქმით, ადგილი ჰქონდა თავდასხმის ფაქტს, რის გამოც გუშაგმა გასროლა მოახდინა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები. შენგელიას მამამ რომან შენგელიამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მის შვილს ზურგში ესროლეს. რომან შენგელია ასევე ინტერესდება, იმ შემთხვევაში თუ ადგილი ჰქონდა თავდასხმას, რატომ არ გამოცხადდა განგაში?

გარდაცვლილის დედას კი მისი შვილის ბრალეულობის არ სჯერა და მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

გიგა შენგელიას მამა რომან შენგელია ამბობს, რომ მის შვილს ზურგში აღენიშნება ჭრილობა. რაც მისი თქმით ადასტურებს ეჭვს, რომ გუშაგმა გიგა შენგელიას, მაშინ ესროლა როცა ის გარბოდა.

რომან შენგელია "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ "თუ მისი შვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამხედროს რატომ არ მოხდა განგაშის გამოცხადება".

ოჯახის ვერსიით, 23 წლის ახალგაზრდა მომხდარიდან ერთ საათში სისხლისგან დაიცალა.

„ნიუპოსტი“ მომხდარის შესაფასებლად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა, შაშკინის განცხადებით, მომხდარი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თავდაცვის სამინისტროს პრობლემები აქვს, რადგან სამმა უცნობმა პირმა საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ობიექტზე შეღწევა შეძლო:

„ქვეყანასა და თავდაცვის სამინისტროში არის ბარდაგი. „კრწანისის“ სასწავლო ცენტრი არის ერთ-ერთი დაცული ობიექტი საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი არიან ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, იქ არის ჯავშანტექნიკა, რომელიც ეკუთვნის აშშ-ს. აქედან გამომდინარე უსაფრთხოების ზომები ამ ობიექტზე უნდა იყოს ათმაგად გაძლიერებული. ის, რაც მოხდა, ბუნებრივია მიუთითებს თავდაცვის სამინისტროს სრულ არაკომპეტენტურობაზე. კომენტარები, რომელსაც ეს უწყება აკეთებს, არის სრული ბოდვა და აბდაუბდა.

ბუნებრივია სრული ინფორმაცია არ გვექნება, მაგრამ რასაც ამბობენ, ის, რომ სამი ადამიანი თავს დაესხა ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ობიექტს საქართველოში, მათ ჰქონდათ იარაღი, ამავდროულად არ გაუსროლიათ, მაგრამ თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა, იყვნენ უშუალოდ ბაზის, ცენტრის ტერიტორიაზე, დგება მთავარი საკითხი, როგორ გაიარეს საგუშაგოები, როგორ შეაღწიეს ტერიტორიაზე? ჩვეულებრივი გამვლელი იქ ვერ შევიდოდა ვერანაირად, ტერიტორია კონტროლდება სათვალთვალო კამერებითა და საგუშაგოებით. ფაქტია, რომ ყოველგვარი თავდაცვის ზღუდე გაიარა სამმა ადამიანმა და შეაღწია ცენტრის ტერიტორიაზე და ერთ-ერთმა გუშაგმა გახსნა ცეცხლი“, - აცხადებს შაშკინი.

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე კი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული გამოძიების მსვლელობისას მუხლი შეიცვალოს და გუშაგი გამართლდეს, ან პირიქით, მას ბრალი დაუმძიმდეს:

„არის უამრავი საკითხი გასარკვევი, თუ რა მოხდა "კრწანისის" ტერიტორიაზე. პირველადი ინფორმაციით ირკვევა, რომ გუშაგი იქ ასრულებდა თავის მოვალეობას. გუშაგი არის მებრძოლი, ის არ არის ჯიხურის ან მაღაზიის დაცვის უფროსი, როგორც გვაქვს პირველადი ინფორმაცია, მან მისცა გაფრთხილება პირს, რომ დამორჩილებოდა და ამის შემდეგ მოახდინა გასროლა. თუ საქმე გუშაგის წინააღმდეგ აღიძვრება, უხეში შედარებაა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს შენი ჯარისკაცის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე იმის გამო, რომ მტრის ჯარისკაცს ესროლა. მე ყოველთვის გამოვდივარ ფორმიანი ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე” – განაცხადა ამირან სალუქვაძემ "კვირას" პრესკლუბში.

მომხდარს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელიც გამოეხმაურა და შემაშფოთებელი ფაქტი უწოდა. დიპლომატის განცხადებით, ამერიკული მხარე საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშავებს აღნიშნულ ფაქტზე.

თავდაცვის მინისტრის 1997 წლის 22 აპრილის ბრძანებით, სასწავლო ცენტრი კრწანისი პოლიგონის, იაღლუჯა" ბაზაზე ჩამოყალიბდა. 2002 წლიდან ცენტრში ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქვედანაყოფების მომზადება "წვრთნისა და აღჭურვის" (GTEP) პროგრამით დაიწყო, მომზადდა ხუთი ბატალიონი. 2004 წლის რეფორმების შედეგად კი ცენტრს ეროვნული სტატუსი მიენიჭა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42