საფრანგეთის ხელისუფლებამ კალეში მდებარე მიგრანტთა ბანაკის დემონტაჟი დაიწყო.
დემონტაჟში მონაწილეობას 1 200-მდე სამართალდამცავი და სხვადასხვა ორგანიზაციებისა უფლებადამცველი იღებს.
„ჯუნგლების" სახელწოდებით ცნობილ კალეს ბანაკში დახლოებით 7 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მოხვედრას ცდილობენ. დემონტაჟამდე რამდენიმე დღით ადრე, საფრანგეთის მთავრობამ კალეს ბანაკში მაცხოვრებლებს საინფორმაციო ცნობარები დაურიგა და მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში რეგისტრაციის გავლისკენ მოუწოდა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ ისინი საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ბანაკებში გადანაწილდებიან.
„ბიბისის“ ცნობით, მიგრანტებს რამდენიმე კატეგორიად ყოფენ : ოჯახები, მარტოხელები და ყველაზე დაუცველები - არასრულწლოვანები და ქალები.
გამოცემის თანახმად, დღეს საპორტო ქალაქ კალედან 60-მდე ავტობუსი უნდა გაემგზავროს. რეგისტრაციაგავლილ მიგრანტებს თვშესაფრის მოთხოვნა იმ ქალაქში შეეძლებათ, სადაც განაწილდებიან. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კი დეპორტაცია ემუქრებათ.



მასალის გამოყენების პირობები






