ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტის ქმედებები სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა
მსოფლიო - 14:14, 24 Oct, 2016     1703
ვენესუელის ეროვნულმა კონგრესმა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ქმედებები სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა, რომელმაც ფაქტობრივად დაბლოკა რეფერენდუმის ჩატარება იმპიჩმენტის შესახებ.

პარლამენტის საგანგებო სხდომის ჩაშლა მადუროს მომხრეებმა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ოპოზიციამ, რომელიც კონგრესში უმრავლესობას ფლობს, კენისყრის ჩატარება და რეზოლუციის მიღება მაინც შეძლო.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ნიკოლას მადუროს მთავრობამ ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. საპარლამენტო ოპოზიციიის ლიდერის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა მის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს.

პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ცხრა პუნქტისგან შდგება. დოკუმენტი საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვას შეიცავს მადუროს მთავრობაზე ზეწოლის გაძლიერების თხოვნით.

ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგებს გამოიღებს კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია, რადგა ვენესუელის უზენაეს სასამართლოსა და მთავრობას სრულად აკონტროლებენ მადუროს მომხრეები.

გასულ კვირას ვენესუელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მოთხოვნით რეფერენდუმის გამართვისთვის ხელმოწერების შეგროვება შეაჩერა, რასაც კარაკასში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია მოჰყვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42