თურქეთში ფეთჰულა გიულენის ძმისშვილი და რძალი დააკავეს. სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი სასულიერო პირის ახლო ნათესავებს ბრალად გიულენის ორგანიზაციის წევრობა ედებათ.
ჰუსეინ და ბუშრა გიულენები სამართალდამცველებმა იზმირში დააპატიმრეს.
თვის დასაწყისში, თურქეთში ფეთჰულა გიულენის ძმა, ქუთბეთინ გიულენი დააკავა.
ქუთბეთინი მუსლიმი მქადაგებლის პირველი ახლო ნათესავი გახდა, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს.გავრცელებული ცნობით, ქუთბეთინ გიულენი ოპერაციული ინფორმაციის საფუძველზე იზმირში დააკავეს. მას ტერორისტული დაჯგუფების წევრობა ედება ბრალად.
შეგახსნენებთ, 15 ივლისის ღამეს, თურქეთში მომხარი სამხედრო ამბოხის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. ოფიციალური ვაშინგტონი თავისმხრივ აცხადებს, რომ მზად არის გიულენი თურქეთს გადასცეს, თუკი ოფიციალური ანკარა მისი დანაშაულის მტკიცებულებებს წარადგენს.
თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. დაიხურა რამდენიმე მედიასაშუალებაც.
მასალის გამოყენების პირობები






