საკონსულოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ მოსალოდნელია შეიარაღებული თავდასხმები, გატაცების მცდელობები, აფეთქებები და ძალადობის სხვა აქტები.
"აშშ-ს გენერალური საკონსულო სტამბულში აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს, რომ ექსტრემისტული დაჯგუფებები კვლავ გეგმავენ აგრესიულ აქცებს ამერიკელებისა და სხვა უცხოელების წინააღმდეგ სტამბულსა და სხვა ქალაქებში. ეს თავდასხმები შეიძლება იყოს როგორც დაგეგმილი, ასევე სპონტანური, მოსალოდნელია შეიარაღებული თავდასხმები,ა ფეთქებები და გატაცებები, ასევე სხვა ძალადობრივი აქტები," - ნათქვამია საკონსულოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება მოქალაქეებს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს, ასევე ურჩევს, თავი შეიკავონ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი სირიის საზღვართან გადასახლებისგან.
მასალის გამოყენების პირობები






