აშშ-სა და ევროპაზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა
მსოფლიო - 10:34, 22 Oct, 2016     5099


აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურები ცოტა ხნის წინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ კიბერთავდასხმას იძიებენ.

შეტევა DdoS (Denial-of-service attack) ხასიათის იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ თავდასხმის ქვეშ მოყოლილი საიტები მომხმარებელთათვის მიუწვდომელი გახდა.

ინციდენტის შედეგად დროებით გაითიშა ისეთი პოპულარული ვებსაიტები, როგორებიცაა Netflix, Twitter, Spotify, Reddit, CNN, PayPal, Pinterest და Fox News, ასევე გაზეთების — Guardian-ის, the New York Times-ისა და the Wall Street Journal-ის ვებგვერდები.

თავდასხმის ობიექტი ძირითადად Dyn-ი იყო, ინტერნეტ-ტრაფიკის კომპანია, რომელიც ამუშავებს ინტერნეტ-დომენის სახელთა სისტემას (DNS).

გარდა ამისა, როგორც Amazon-ის ვებ-სერვისის დანაყოფი იუწყება, რამდენიმესაათიანი პრობლემა მათაც შეექმნათ.

Dyn-ის ინტერნეტის ანალიზის დირექტორის, დუგ მოდირის განცხადებით, იგი დარწმუნებული არაა, რომ Dyn-სა და Amazon-ზე მიტანილი იერიში ერთმანეთთან კავშირშია.

DdoS შეტევები ბოლო დროს სულ უფრო ხშირი ხდება. უსაფრთხოების დამოუკიდებელი მკვლევარი ბრაიან კრებსი ჯერ კიდევ თვის დასაწყისში წერდა, რომ ჰაკერთა ჯგუფმა Mirai botnet-ისთვის გამოუშვა „საწყისი კოდი“, „რაც იმის გარანტიაა, რომ სულ მალე ინტერნეტი წაილეკება თავდასხმებით, განსაკუთრებით botnet-ზე მომუშავე არასაიმედო როუტერები, IP კამერები, ციფრული ვიდეო-ჩამწერები და სხვა ადვილად დასაჰაკი მოწყობილობები“.

Mirai botnet-ი იმ მოწყობილობათა ქსელია, რომელიც დაინფიცირებულია თვითგამრავლებადი ვირუსული პროგრამებით. ვირუსის შემქმნელების შეტევის მსხვერპლი თავად ბრაიან კრებსიც გახდა.

კიბერუსაფრთხოების კომპანია Flashpoint-ი თავდასხმას Mirai-ს საწყის კოდზე დაფუძნებულ ვირუსს უკავშირებს.

როგორც ტექნოლოგიური საიტი Gizmodo წერს, „შეტევის ახალმა ტალღამ დააზიანა აშშ-ის დასავლეთ სანაპირო და ევროპა. უცნობია რა კავშირშია ერთმანეთთან ეს ორი კიბერთავდასხმა, თუმცა კი ხელწერა ძალიან მსგავსია“.

ჯერჯერობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

„საინტერესოა, რომ ამ დრომდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ის შედარებით მარტივი მეთოდი, რაც DdoS თავდამსხმელებმა გამოიყენეს, გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფრის უკან სავარაუდოდ მავნებლობით შეპყრობილი თინეიჯერები დგანან და არა რომელიმე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ჰაკერები“, — ამბობს უსაფრთხოების კომპანია Redscan-ის წარმომადგენელი რობერტ პეიჯი.

„ვიღაც საკმაოდ მძლავრად სცდის იმ კომპანიების ძირითად თავდაცვის შესაძლებლობებს, რომლებიც კრიტიკულ ინტერნეტ-სერვისს აწარმოებენ“, — აღნიშნავს უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Varonis-ის წარმომადგენელი დევიდ გიბსონი.

ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" The Guardian, Gizmodo, CNBC - ზე დაყრდნობით ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42