„თუ ადამიანს უნდა რაღაცის მიღწევა აუცილებლად მიაღწევს, არ მჯერა როდესაც ამბობენ ბევრს ვეცადე და ვერაფერს გავხდიო. ეტყობა რაღაც დააკლო საქმეს და არ გამოვიდა ისე როგორც უნდა გამოსულიყო“ - ამბობს დიზაინერი, რომლის პირველი ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე ოვაციებით შეაფასეს.
Tbilisi Fashion Week - ზე შეკრებილი მოდის მოყვარულნი ახალგაზრდა დიზაინერის ლაშა ჯოხაძის წითელ, თეთრ და შავ ფერში შექმნილმა კოლექციამ მოხიბლა.
ჩვენება ცნობილმა მოცვეკვავემ სალომე ჭაჭუამ გახსნა. სარკეებიან დარბაზში გამართულ სანახაობას, ლამაზ კოლექციათან ერთად მეტ ეფექტს სძენდა ენტონი ჰოპკინსის კომპოზიციათა ნაზავი თოლიების ხმით...
დიზაინერის შთაგონების წყარო თოლია გახლდათ. კლასიკური სამოსის უმეტესი ნაწილი სწორედ სვაროვსკის თვლებით შექმნილი, შთამბეჭდავი თოლიებით იყო დამშვენებული.
წელს არის აქტუალური ბუნების თემატიკა, ყველაფერი ნატურალური, ბუნებრივი, შესაბამისად თოლია ავიღე თემატურად - განაცხადა ლაშა ჯოხაძემ.
მიუხედავად იმისა რომ თბილისის მოდის კვირეულზე ეს დიზაინერის პირველი ჩვენებაა, ლაშა ჯოხაძეს თბილისში ერთ-ერთ წარმატებულ დიზაინერად თვლიან. მისი წარმატება კი სამხატვრო აკადემიიდან დაიწყო. მერე იყო სხვადასხვა პროექტი: ფილმები, სერიალები, რეკლამები. არის ერთ-ერთი ცნობილი პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სამოსების შემქმნელი. მუშაობდა ფილმ „მანდარინებისთვის“, სერიალ „დეტექტივებისთვის“. ასევე გახლდათ ცნობილი რეჟისორის, მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმ „ძიების“ მასობრივი სცენების კოსტიუმების მხატვარი.
Tbilisi Fashion Week - ზე მყოფნი ლაშა ჯოხაძეს პოზიტიურ და მიზანდასახულ დიზაინერად ახასიათებენ. თავად კი თავის პროფესიაში ყველაზე მეტად ის მოსწონს რომ ამ სფეროში თავისუფალია, უყვარს თავისი საქმე და ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს.


მასალის გამოყენების პირობები






