ანჯელინა ჯოლი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოკითხა.
როგორც დასავლური მედია წერს, FBI-ს აგენტები ჯოლის , ბრედ პიტსა და მათი შვილის, 15 წლის მედოქსს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ ესაუბრნენ. სწორედ, ბრედ პიტსა და მედოქსს შორის მომხდარი კონფლიქტი სახელდება წყვილის განქორწინების მიზეზად.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ FBI გამოძიების დაწყებას გეგმავდა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვითაც, ბრედ პიტი თვითმფრინავით ბორტზე შვილს ეჩხუბა და ფიზიკურადაც შეეხო.
თუმცა, როგორც FBI-ს პრესსამსახურმა განაცხადა, ფედერალური ბიუროს აგენტები ახლა ინფორმაციას ამოწმებენ, რათა დაადგინონ, არის თუ არა საჭირო გამოძიების დაწყება.
შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 12 წლიანი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთ ვერსიად თავიდანმე ბავშვები დასახელდა. კერძოდ ბავშვების აღზრდაში ბრედის მეთოდები. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯოლიმ პიტთან დაშორების გადაწყვეტილება, ბრედის მიერ მათი ერთ-ერთი შვილის მედოქსის ცემის გამო მიიღო.
გავრცელებული ცნობით, წყვილი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან ლოს ანჯელესში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა. 15 წლის მედოქსთან კამათისას მწობრიდან გამოსულმა ბრედმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი გაარტყა
გამოცემის თანახმად, ანჯელინას შვილებზე ყოველგვარი უფლება სურს თუმცა სასამართლოსგან ითხოვს, მისი 6 შვილის მამას ბავშვებთან ვიზიტები დაუნიშნოს.
მეორე ვერსიით, "ბრანჯელინას" დასასრულის მიზეზი ფრანგი მსახიობის მარიონ კოტიარის და ბრედ პიტის რომანი გახდა. კოტიარი ბრალდებას გამოეხმაურა და პიტთან ყოველგავრი კავშირი უარყო. მისი თქმით, ძალიან დიდი აპტივს სცემს წყვილს. მარიონის თქმითვე, მის ცხოვრებაში ერთადერთ მამაკაცი მისი შვილის მამა, მსახიობი გიიომ კანეა, რომლისგანაც მეორე შვილს ელოდება.
გამოცემა Mirror-მა განქორწინებამდე ერთი კვირის წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ბედნიერი წყვილი და მათი გოგონა შაილოა ასახული ასახული. ანჯელინა და ბრედი ერთმანეთს ეხუტებიან და შესაძლო განქორწინების აშკარად არაფერი ეტყობათ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრდ პიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.
წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.
თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)
ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.
მასალის გამოყენების პირობები






