ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია ISIS-ის 9 მებრძოლი. გავრცელებული ცნობით, ისლამური სახელმწიფოს წევრები ამ წუთებში ერთერთ მეჩეთსა და სასტუმროში არიან ბლოკირებული. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა.
კირკუკი ერაყის ქალაქ მოსულიდან 170 კილომეტრში მდებარეობს, სადაც, ამჟამად, ქალაქის ისლამისტებისგან გათავისუფლების მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ორშაბათს ერაყის სამთავრობო არმიამ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო.
ერაყის შეიარაღებულ ძალებს აშშ-ის ხელმძღვანელობის მოქმედი საერთაშორისო კოალიცია ეხმარება.
ერაყის ჩრდილოეთ პროვინციაში მდებარე, სიდიდით მეორე ქალაქზე შეტევა, შესაძლოა 2003 წლის შემდეგ, შეერთებული შტატების მეთაურობით შექმნილი კოალიციის მიერ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია იყოს.
ქალაქ მოსულის დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები 2014 წლის ივნისიდან აკონტროლებენ.
მოსული ერაყში ტერორისტული დაჯუფება "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი მსხვილი დასაყრდენია. ხელისუფლების განცხადებით, მისი გათავისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებას ნიშნავს.
სწორედ მოსულში განაცხადა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა ხალიფათის შექმნის შესახებ.
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
ორი წლის წინ, ექსტრემისტების მიერ ქალაქის დაპყრობამდე იქ ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
მასალის გამოყენების პირობები






