„აწარმოე საქართველოში“ პროგრამით კიდევ ერთი ახალი საწარმო ამუშავდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:16, 21 Oct, 2016     1877
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „LG Glass“-ის განახლებული საწარმოს მუშაობას გაეცნო.

სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობამ კომპანიას ბიზნესის ახალი მიმართულების განვითარების საშუალება მისცა. კერძოდ, შპს „LG Glass“-ი, რომლის ძირითად საქმიანობასაც მინაპაკეტის წარმოება წარმოადგენს, ბუნებრივი ქვის მოპოვებასა და გადამუშავებას იწყებს. სწორედ მოცემული მიმართულების განვითარებისათვის კომპანიამ წარმოებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები შეიძინა და წარმოების ზრდას გეგმავს.

შპს „LG Glass“ წარმატებით ახორციელებს მინის თერმულ დამუშავებას, კერამიკულ დაფარვას, ალუმინისა და მეტალოპასტმასის ნებისმიერი სახის ვიტრაჟების მოხატვას, ფანჯრების, კარების და სხვა სამშენებლო კონსტრუქციების აწყობასა მონტაჟს.

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თუკი ადრე მსგავსი პროდუქცია მხოლოდ უცხოეთიდან შემოდიოდა, დღეს მისი წარმოება ადგილზე არის შესაძლებელი. „მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროდუქცია საქართველოში იყოს ნაწარმოები, დამატებული ღირებულება ადგილზე შეიქმნას და ძირითადი სარგებელი ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, კომპანიას ასევე დაგეგმილი გაფართოება და მალე შეძლებს მინის, ქვისა და ლითონის დიდი საწარმოს შექმნას და ბაზრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

კომპანიაში ამჟამად 40 ადამიანია დასაქმებული.

პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა და ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

შპს „LG Glass“-ი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 550 000 აშშ დოლარს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42