21 ოქტომბრის ანონსი
ანონსი - 21:19, 20 Oct, 2016     1343

10:00 საათზე - ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. სამხედრო ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას იუბილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მიულოცავენ.

მისამართი: დაბა ვაზიანი, IV მექანიზირებული ბრიგადა

10:00 საათზე - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოს შპს „G&A Group” ეწვევა.

მის: დ. თავდადებულის ქ. N29

10:30 საათზე- საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოს შპს „LG Glass” ეწვევა.

მის: სარაჯიშვილის გამზ. 14ა

10:30 საათზე - თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ნარჩენების მართვის პრობლემა თბილისში და ბიუჯეტიდან გამოყოფილი 8 მილიონი ლარის განკარგვა.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე - სოფ. რუისთან ოფიციალურად გახსნება "აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსი", რომელისაც სახელმწიფოს "ფონდი ქართუ" გადასცემს.

მის: თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი, 95-96კმ, სოფ. რუისის გადასახვევი

11:00 საათზე - ”ეროვნული ფორუმის“ პოლიტსაბჭოს წევრი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ დავითაძე ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს.

თემა: ”როგორი ალიანსი შედგა „ქართულ ოცნებასა“ და ლევან ვარშალომიძეს შორის”.

საკონტაქტო პირი ჯილდა მაჭავარიანი - 599 27 29 87

11:00 საათზე - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოს, შპს „მეგაპლასტს“ ეწვევა.

მის: ფეიქრების ქ. #14

11:00 საათზე - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გიორგი ბოტკოველის პრესკონფერენცია გაიმართება

11:00 საათზე- გოგა ხაინდრავა პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 საათზე - ,,ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის პრესკონფერენცია გაიმართება

11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 ეკა

11:30 საათზე - მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საკონსტიტუციო ჯგუფის შექმნა; რუსულ-ქართული ურთიერთობები და სავიზო მიმოსვლის გამარტივება; მოხეში არსებული პრობლემები და სამლოცველოს დაბრუნების მოთხოვნა.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 საათზე - სასტუმროში "ქორთიარდ მარიოტი" ღია სივრცის კონფერენცია „დემოკრატიის მხარდამჭერი სკოლა“ გაიმართება.

საკონტაქტო ტელ: 599 75 76 74

12:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პოლიტიკიდან წასვლა, სამომავლო გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 ეკა

12:00 საათზე - სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაში მონაწილეობენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

თემა: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები.

12:00 საათზე - სასტუმრო ”ჰუალინგში” საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს.

12:00 საათზე - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წარმოადგენს საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიშს.

მის: შალვა დადიანის ქ. #2/1

საკონტაქტო ტელ: 514 00 84 48

12:00 საათზე - სასტუმრო Hollyday inn-ის საკონფერენციო დარბაზში კომპანია iTechnic-ის საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: კომპანია iTechnic-ის საჩივარი და სარჩელი შპს ,,აიპლუსის“ მიმართ. საუბარი იქნება დაყადაღებულ ანგარიშებზე, iTechnic-ის ზიანზე, რომელმაც შეადგინა 1 600 000 ლარი. სასამართლოსა და კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე უპრეცედენტო საქმეზე. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული მტკიცებულებები.

საკონტაქტო ირაკლი ქირია - 599 37 96 93

13.00 საათზე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამთავრობო VIP-ში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.

თემა: საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადის 9 თვის მონაცემების შეჯამება და სხვა მიმდინარე საკითხები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42