ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა ბოლო სატელევიზიო დებატები გამართეს
მსოფლიო - 16:21, 20 Oct, 2016     2540
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა "დემოკრატმა" ჰილარი კლინტონმა და "რესპუბლიკელმა" დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე ლას-ვეგასში მესამე და უკანასკნელი სატელევიზიო დებატები გამართეს. დებატების დროს რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კანდიდატებმა ვლადიმერ პუტინზე, აბორტების უფლებასა და იარაღის ტარების უფლებაზე იკამათეს.

დებატების დროს კანდიდატებმა რუსეთთან ურთიერთობების თემაზეც ისაუბრეს. ტრამპის შენიშვნაზე, რომ ვლადიმერ პუტინი ჰილარი კლინტონს „პატივს არ სცემს“, კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი მისმა მარიონეტმა დაიკავოს.
საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ მარიონეტი თავად კლინტონია და იქვე დასძინა, რომ ის პუტინის მარიონეტი არ იქნება.

კანდიდატებმა მწვავე დებატები გამართეს აბორტის საკითხზეც.

ჰილარი კლინტონმა პირობა დადო, რომ აბორტის უფლებას დაიცავდა. ტრამპმა კი აღნიშნა,რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლო აბორტების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას გააუქმებს.

როდესაც ჰილარი კლინტონი, ბოლო 30 წლის განმავლობაში თავის მიღწევებზე საუბრობდა, ტრამპმა განაცხადა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენა სწორედ ჰილარი კლინტონის დამსახურებაა.

ჰილარი კლინტონმა პირობა დადო, რომ ქალთა და სექსუალური უმცირესობის უფლებას უფლებებს დაიცვას.

ტრამპმა თავისმხრივ განაცხადა, რომ ის დაიცვას კონსტიტუციის მეორე შესწორებას იარაღის ტარების უფლების შესახებ.

ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ იარაღის მფლობელობაზე კონტროლის გამკაცრება აღნიშნულ შესწორებას არ ეწინააღმდეგება. ის იარაღის მფლობელების უფრო საფუძვლიანი შემოწმების ინიციატივით გამოდის.

აღსანიშნავია, რომ არც დებატების დასაწყისში და არც დასრულების შემდეგ კლინტონსა და ტრამპს ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ.


აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42