დიმიტრი ქუმსიშვილი კახეთში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:54, 20 Oct, 2016     1507
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კახეთში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით ჩატარდა და მას ლაგოდეხელი და ყვარლელი მეწარმეები დაესწრნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კახეთის რეგიონში მეწარმეობის განვითარების კუთხით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს. დიმიტრი ქუმსიშვილმა კახელ მეწარმეებს გააცნო ამ სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კახელი მეწარმეების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. აქცენტი გაკეთდა, რომ იზრდება იმ ბაზრების მოცულობა, სადაც ქართველ მწარმოებლებს შეღავათიანი პირობებით შეუძლიათ პროდუქციის ექსპორტი. მათ შორის, პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა ჩინეთთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ასევე ისაუბრა მსოფლიო ბანკის კვლევაზე სიღარიბის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახამადაც საქართველოში ბოლო წლებში სიღარიბის მაჩვენებლები მცირდება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო პროგრამებს რეგიონში არაერთი ბენეფიციარი ჰყავს. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები ყველასთვის ხელმისაწვდომია და, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ისარგებლოს იმ სიკეთით, რომელსაც სახელმწიფო მეწარმეებს სთავაზობს.

„შესაბამისად, ჩვენი დღეს ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას - თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი სახელმწიფოსთან ერთად, რა პროგრამებით შეიძლება სარგებლობა და რა პერსპექტივები გვაქვს მომავალში და როგორ უნდა განვითარდეს. მინდა აღვნიშნო, რომ კახეთში რთველი პრაქტიკულად უკვე დასრულებულია, როგორც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მან ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ასევე ვიტყვი, რომ ეს იყო უპრეცედენტო რთველი, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ პრაქტიკულად არცერთი ინციდენტი არ გვქონია, რაც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ თავიდან ბოლომდე მოწესრიგებულია მთელი პროცესი თავად რთველის და, რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ კახეთის მოსახლეობა კმაყოფილია“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42