გივიკო დიდია ახალგაზრდა მომღერალია,რომელმაც თავისი საოცარი ხმითა და თავმდაბლობით მსენელის გული ადვილად მოიგო.ის გურიაში დაიბადა.ნოდარ დუმბაძის კუთხეში.სიმღერის ნიჭი ბავშვობაში აღმოაჩნდა და მას შემდეგ ცდილობს,რომ თავისი სიმღერით გარშემომყოფებს სიამოვნება მიანიჭოს.. სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მის ვიდეოებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს.
გივიკო კონკურსებში მონაწილეობაზე მეგობრებმა ვერ დაითანხმეს .წლების წინ ,,ახალ ხმაში“ გააგზავნა თავისი მონაცემები.გადავიდა შემდეგ ტურში,თუმცა აღარ წავიდა.მიაჩნია ,რომ არ არის კონკურსები საჭირო იმისთვის,რომ ხალხის სიყვარული ჰქონდეს.
გივიკოსთვის ყველაზე დიდი ტკივილი ემიგრანტი დედაა,რომელიც სამი წლის წინ წავიდა უცხოეთში და დღემდე მისი მონატრებით ცხოვრობს. ჩვენთან საუბარში აღნიშნავს : ,,დედის ცრემლები ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილია,იმ ტკივილთაგან,რომელიც ოდესმე განმიცდია.ოჯახი კი , საგანძურია,რომლის გამოც მზად ვარ დაუფიქრებლად და დაუნანებლად გავწირო სიცოცხლე.“
ცოტა ხნის წინ მის facebook გვერდზე ატვირთულმა ვიდეომ,რომელშიც ის ემიგრანტ დედასთან ერთად მღერის ,,ყვავილების ქვეყანა“-ს საზოგადოების აღტაცება და დიდი სიყვარული გამოიწვია.
,,თუ კი ოდესმე, თუნდაც ერთი ადამიანისთვის ვყოფილვარ გაჭირვების ტალკვესი და მცირეოდენი სიხარული მიმინიჭებია მისთვის - აი,ეს იქნება ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის.ასეთი ადამიანების სიხარულისგან გაბრწყინებული სახეები და მადლიერი მზერაა ჩემი ბედნიერების საწყისი.
რაც შეეხება სიყვარულს... სიყვარული ისეთია,სიკვდილამდე მიგიყვანს,მაგრამ მას ეპატიება!“ - ამბობს გივიკო დიდია.


მასალის გამოყენების პირობები






