„10 ოქტომბერს, პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის მორიგი შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოში ბოლო დროს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორივე მხარე დაინტერესებულია, გააგრძელოს რუსულ-ქართული კავშირების კონკრეტულ საკითხებში დიალოგი იმ სფეროებში, სადაც პროგრესი შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში - ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურული და ჰუმანიტარული სფერო” - ნათქვამია განცხადებაში.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორმხრივი ნორმალიზაციის პროგრესი იმედისმომცემია. რუსეთი კვლავ რჩება რიგით მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და მისი ღვინის პროდუქციის რეალიზაციის მთავარ ბაზრად - მიმდინარე წელს რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება 36 %-ით გაიზარდა" - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, 2016 წლის სამი კვარტლის შედეგად ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდამ 17 % შეადგინა.
საგარეო უწყება, პოზიტიურად უყურებს ნოემბერში თბილისში დაგეგმილი რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრას.
"შეხვედრა ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას" - ნათქვამია განცხადებაში.
მხარეებმა აღნიშნეს რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვების ზრდის გაგრძელება. მგზავრთა ნაკადის ორმხრივმა ბრუნვამ მიმდინარე წელს 400 ათასს ადამიანს გადააჭარბა. ამ ფონზე წარმატებით ვითარდება ორი ქვეყნის სატრანსპოსრტო ხელისუფლებების პრაქტიკული ურთიერთობა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობა გაგრძელდება. კერძოდ, რუსეთის მთავრობაში განიხილება ქართული ავიახაზების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი.
„მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა გააგრძელონ ორმხრივი ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზების პრაგმატული კურსი.
განცხადების თანახმად, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 2017 წლის დასაწყისში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






