გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსის ჩამორთმევა - ლეონარდო დიკაპრიო ბრალდებებს პასუხობს
ეს საინტერესოა - 18:02, 19 Oct, 2016     6702
რამდენიმე დღის წინ, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ შვეიცარიული ეკოლოგიური ფონდი ოსკაროსანი მსახიობის ლეონარდო დიკაპრიოსთვის გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსის ჩამორთმევის ინიციატივით გამოვიდა. საქმე ეხება მარტინ სკორსეზეს ფილმის უოლ სტრიტის მგლის დაფინანსებას.

Bruno Manser Fund-ი მსახიობს და საპროდიუსერო კომპანია Red Granite-ს მალაიზიური საინვესტიციო ფონდის ძარცვასთან კავშირში ადანაშაულებენ. შვეიცარიელები აცხადებენ, რომ მსახიობი და ფილმის ავტორები უშუალოდ იყვნენ დაკავშირებული ამ საქმესთან და ფილმის გადასაღებად ფინანსები, უკანონოდ მოიპოვეს.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აღნიშნული საქმის გამოძიებით დაინტერესდა.

თავად კინოსტუდიაც და ლეონარდო დიკაპრიოს წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ.

ლეონარდო დიკაპრიო აღნიშნულ ბრალდებას საკუთარი საქველმოქმედო ფონდის „ლეონარდო დიკაპრიოს ფონდის“ მეშვეობით გამოეხმაურა.

„როდესაც რამდენიმე თვის წინ ლეონარდო დიკაპრიომ ფილმ The Wolf of Wall Street-ის წარმოებაში დაკავშირებული კომპანიის ხელმძღვანელების საქმიანობის შესახებ გაიგო, საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით სასწრაფოდ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, რათა დადგინდეს, მიიღო თუ არა მისმა ფონდმა პირდაპირი ან არაპირდაპირი შემოწირულობა აღნიშნულ ბრალდებებთან კავშირში. იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე მსგავსი აღმოჩნდება, მზად არის რაც შეიძლება მალე დააბრუნოს.

აღნიშნულ ბრალდებაზე კომენტარი გააკეთა გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დურაკმაც. მისი თქმით, ლეონარდი დიკაპრიო კვლავაც რჩება კეთილი ნების ელჩად კლიმატის საკითხებში.

ბარაკ ობამა კლიმატის ცვლილების საკითხს დიდ ყურადღებას უთმობს. გარემოს დაცვაზე ზრუნვით გამოირჩევა ორკაროსანი მსახიობიც, რომელსაც საკუთარი ფონდი აქვს დაარსებული და ცნობილი გახდა, რომ კლიმატის ცვლილებაზე ფილმიც გადაიღო, რომლის პრემიერაც ობამასთან შეხვედრის შემდეგ იყო დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42