"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა მოხარულია ამ ფაქტით, ვინაიდან და რადგანაც ბატონი გიორგი ახლა განათლებისა და მეცნიერების მინისტრია, ჩვენ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას გვქონდა საშუალება შევხვედროდით მას და გაგვეცნო ბატონი გიორგისთვის სტუდენტთა პრობლემები და ჩვენი იდეები. მინისტრთან შეხვედრამ საკმაოდ კარგად ჩაიარა იყო კონსტრუქციული დიალოგი. საუბარში ის საკმაოდ უშუალო და პირდაპირი აღმოჩნდა.რადგან ზემოთ აღნიშნულ თანამდებობაზე მან დაკისრებულ მოვალეობებს თავი კარგად გაართვა ჩვენ გვჯერა რომ ის პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი იქნება. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ვულოცავთ ბატონ გიორგი მარგველაშვილს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობისათვის ბრძოლაში ჩართვას და ვუსურვებთ წარმატებებს," - აცხადებს საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე.
მასალის გამოყენების პირობები






