ქეთევან ბოჭორიშვილმა საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:52, 19 Oct, 2016     1379
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა.

პრეზენტაციაზე გაკეთდა ინფორმაცია საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს სამოქმედო გეგმის, ბიუროში გაწევრიანების კრიტერიუმების, შესაძლო თანამშრომლობის გზებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის თანახმად, მნიშვნელოვანია მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია და საქართველო 4-სეზონიან ტურისტულ ქვეყნად გადაიქცეს. მისი თქმით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს შეხვედრების, ღონისძიებების და საერთაშორისო კონფერენციების ჰაბი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ბიუროს მთავარ ამოცანას საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა წარმოადგენს. გარდა ამისა, ბიუროს კიდევ ერთი ფუნქციაა საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

მსოფლიოს მასშტაბით არსებული საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის შესაბამისად და 2012-2014 წლებში USAID-ის მიერ საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE ტურიზმის) შესახებ შემუშავებული კვლევებსა და ანგარიშებზე დაყრდნობით; 2016 წლის თებერვლიდან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფარგლებში ოფიციალური ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ - Meetgeorgia.ge.

ღონისძიებას განთავსების ობიექტების, ტურისტული და ავიაკომპანიების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42