„დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანები თავისი საქმის პროფესიონალები არიან. გვყავს გამოცდილი მზარეულები, არაჩვეულებრივი ბარმენი, ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი... მოკლედ, ძალიან მეგობრული გუნდია და ერთი ოჯახივით ვართ. ალბათ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენი რესტორნის სტუმრები ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. სხვათა შორის, ამას აღნიშნავენ ქართველებიც და უცხოელი ტურისტებიც...“ - აღნიშნავს „საამოს“ დამაარსებელი და დირექტორი მანანა ფიფია.
„საამოში“ ევროპული და ქართული კერძების დიდი არჩევანია, ასევე, შეგიძლიათ აზიური სამზარეულოს დაგემოვნებაც... ფართოა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტიც. გარდა აღნიშნულისა, „საამოში“ მზადდება უგემრიელესი დესერტები და სხვადასხვა ტკბილეული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნატურალურ პროდუქტზე, რაც აქაურობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის.
„ჩვენთან აქცენტი კეთდება ნატურალურ პროდუქტზე და ეს გამოგვარჩევს კონკურენტებისგან. აქ აბსოლუტურად ყველა კერძი მზადდება ადგილზე, ხარისხიანი, ახალი და 100% ნატურალური პროდუქტისაგან. უშუალო კავშირი გვაქვს ქართველ ფერმერებთან, რომლებიც ახალ და შემოწმებული ხორცპროდუქტებს, ბოსტნეულსა და ხილს გვაწვდიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროდუქტი შემოწმებული და საიმედოა, ჩვენ მაინც დამატებით ყველაფერს ლაბორატორიულად ვამოწმებთ.“ - აცხადებენ „საამოში“.
რესტორანში 19:00 საათიდან უკრავს ცოცხალი მუსიკა - უკრავს საქსაფონი, მღერის მომღერალი და კომპოზიტორი კაკი ბოლქვაძე. წვეულებებისთვის შეგიძლიათ შეუკვეთოთ ცეკვის ან სიმღერის ფოლკორული ანსამბლის მოწვევაც. დღის განმავლობაში კი სტუმრები გემოვნებიან მუსიკას მოუსმენენ და მუსიკის ფონზე ტერასიდან გადაშლილი არაჩვეულებრივი ხედებით დატკბებიან. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ფურშეტებისა და ბიზნესლანჩების ორგანიზებაც.
რესტორანს გააჩნია კერძების ადგილზე მიტანის სერვისი, რაც ნებისმიერი კერძის მოკლე დროში, თბილისის ნებისმიერ უბანში მიტანას გულისხმობს.
მოკლედ, „საამოში“ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ყველა ასაკისა და გემოვნების სტუმარმა თავი სასიამოვნოდ და კომფორტულად იგრძნოს.
https://www.facebook.com/saamocafe/?ref=page_internal
598 46 44 64
saamocafe@gmail.com
მასალის გამოყენების პირობები






