ამერიკულ საიტებზე კიბერთავდასხმისთვის ჩეხეთში რუსი ჰაკერი დააკავეს
მსოფლიო - 12:36, 19 Oct, 2016     1576
ჩეხეთის პოლიციამ აშშ-ის საიტებზე კიბერთავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. პირი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება, პრაღის ცენტრში, სასტუმროში აიყვანეს.

ჩეხეთის პოლიციის ცნობით, ოპერაცია ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობით ჩატარდა. რუსეთის მოქალაქე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ჩეხი სამართალდამცავების განცხადებით ამ მომენტისთვის ხელისუფლება მისი ექსტრადიციის საკითხს განიხილავს.

ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეროვნული დაზვერვის სამსახურმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად დაადანაშაულეს ამერიკის პოლიტიკური სტრუქტურების საიტებზე ჰაკერული თავდასხმის ორგანიზებაში.

ამერიკელი სამართალდამცავების განცხადებით საქმე ეხება DCLeaks და WikiLeaks-ზე ამერიკელი პოლიტიკოსების მიმოწერის გამოქვეყნებას, ასევე ჰაკერ Guccifer 2.0-ის საქმიანობას, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერების გატეხვაზე.

მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადბეით ვაშინგტონის ბრალდებები კონკრეტული ფაქტებით არაა გამყარებული. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრალდებებს სისულელე უწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42