ეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საკუთარი სუვერენული უფლების გამოყენების დროს“ , დიდი ბრიტანეთის საელჩოში ინტერნეტზე წვდომა ნაწილობრივ შეიზღუდა.
ის, რომ ასანჟს ინტერნეტის გარეშე დარჩა, 17 ოქტომბერს , თვითერზე „ვიკილიქსმა“ დაწერა.
„ბოლო დროს, „ვიკილიქსის“ საიტზე დიდი რაოდენობით დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომელმაც შესაძლოა , გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამ ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ „ვიკილიქსს“ ეკისრება. ეკვადორი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის ერთგულია“ - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
თვის დასაწყისში, WikiLeaks-ის დამფუძნებლმა ჯულიან ასანჟმა განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ანუ 8 ნოემბრამდე მილიონ საიდუმლო დოკუმენტს გამოაქვეყნებს, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნდებთან დაკავშირებულს.
ასანჟის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება მილიონამდე დოკუმენტის გამოქვეყნება, რომლებსაც აქტუალურ მოვლენებზე გადამწყვეტი გავლენა ექნებათ.
საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნების გამო, ჟულიან ასანჟის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. 2012 წელს, დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩომ ასანჟის თავშესაფარი მიანიჭა და დღემდე იქ იმყოფება. დიპლომატიური მისიის დატოვების შემთხვევაში მას დაპატიმრება ემუქრება.
ამავდროულად, შვედეთში მას ორი ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და მის ექსტრადირებას ითხოვენ. თავად ასანჟი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჟულიან ასანჟის განცხადებით, ის მზად არის ამერიკის ხელისუფლებას ჩაბარდეს, მხოლოდ ერთი პირობით - თუკი მის ინფორმატორს, აშშ-ის არმიის ყოფილ ოფიცერს ჩელსი მენინგს შეიწყალებენ.
მასალის გამოყენების პირობები






