"როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი, რუსეთი, წინა ადმინისტრაციის დროს, უკვე შეჭრილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე და იქ გაყინული კონფლიქტი შექმნა . მაშინ რუსეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავდა და ჩვენ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უფრო კონსტრუქციული გზების მოძიება ვცადეთ. ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენეთ რუსეთს პატივისცემა, ვაღიარეთ დიდი განსხვავება და სხვადასხვა ღირებულებეი. ამავდროულად, თანამშრომლობის გზების მოძებნაც ვცადეთ" -განაცხადა ობამამ.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას მისი აგრესია წარმოადგენს. როგორც ბარაკ ობამამ განაცხადა, უკრაინაში რუსეთის ქმედებები , საქართველოში განხორციელებული ქმედებების ანალოგიურია.
ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთი დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა , რომელიც შეიარაღებით მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამოუვარდება და ის გლობალური პრობლემებს კი არ უნდა ქმნიდეს, არამედ მის გადაჭრაში უნდა ეხმარებოდეს დანარჩენ მსოფლიოს.
ბარაკ ობამას თქმით, შეერთებული შტატები და იტალია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების მომხრე მინსკის შეთანხმების შესრულებამდე იქნებიან და ნორმანდიულ ოთხეულთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
მასალის გამოყენების პირობები






