პროექტი 2014 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში HDM პროექტის კოორდინატორს წარმოადგენს პროექტის სხვადასხვა მიმართულებებში (ელექტრონული ჯანდაცვა, ინოვაციები, ელკომერცია, ელექტრონული იდენტიფიკაცია და სანდო მომსახურებები, საინფორმაციო და კიბერუსაფრთხოება, ელექტრონული უნარები, სატელეკომუნიკაციო რეგულაციები და ა.შ.). პროექტში საქართველოდან ასევე აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა უწყებები საკუთარი კომპეტენციების მიხედვით.
ციფრული საზოგადოების ფორმირების მინისტერიალში, ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე პასუხისმგებელი მინისტრები და მინისტრის მოადგილეები მონაწილეობდნენ. მინისტერიალი გახსნეს ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლებმა - გიუნტერ ოეტინგერმა, იოჰანეს ჰანმა და რობერო ვიოლამ.
მინისტერიალის მსვლელობის დროს, თავის გამოსვლაში დავით ხუციშვილმა ხაზგასმით აღნიშნა HDM პროექტის მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში და ისაუბრა ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.
მინისტერიალის ბოლოს მონაწილეებმა მზაობა გამოხატეს ციფრული ბაზრების ჰარმონიზების საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხებზე და მიიღეს კონცეფცია, რომელშიც ასახულია აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელი შემდგომი ქმედებები.
მასალის გამოყენების პირობები






