"ისლამურმა სახელმწიფომ" შესაძლოა, მოსულში მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ ფარად გამოიყენოს" - აშშ
მსოფლიო - 12:22, 18 Oct, 2016     4110
ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყის ქალაქ მოსულში, შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობა, ცოცხალ ფარად გამოიყენონ.

"ვვარაუდობთ, რომ ისინი უყოყმანოდ დააყენებენ სამოქალაქო პირებს დარტყმის ქვეშ ქალაქის დაცვის დროს” -განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯოშ ერნესტმა.

„ვვარადუდობთ, რომ ისინი ამორალურ და საშიშ ხერხებს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ქალაქი შეინარჩუნონ" - განაცხადა ერნესტმა.

ერნესტის თქმითვე, ერაყის შეიარაღებული ძალები დიდ უპირატესობას ფლობენ, რადგან მათ აშშ და კოალიციის პარტნიორები ავიადარტყმებით ეხმარებიან.

შეგახსენებთ, ორშაბათს ერაყის სამთავრობო არმიამ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო.

ამის შესახებ ერაყის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ აბადიმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

ერაყის ჩრდილოეთ პროვინციაში მდებარე, სიდიდით მეორე ქალაქზე შეტევა, შესაძლოა 2003 წლის შემდეგ, შეერთებული შტატების მეთაურობით შექმნილი კოალიციის მიერ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია იყოს.

ქალაქ მოსულის დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები 2014 წლის ივნისიდან აკონტროლებენ.

მოსული ერაყში ტერორისტული დაჯუფება "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი მსხვილი დასაყრდენია. ხელისუფლების განცხადებით, მისი გათავისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებას ნიშნავს.

სწორედ მოსულში განაცხადა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა ხალიფათის შექმნის შესახებ.

მოსულის გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

ორი წლის წინ, ექსტრემისტების მიერ ქალაქის დაპყრობამდე იქ ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42