„სტარტაპ საქართველო“ აპლიკანტებისთვის ტრენინგების კურსს ატარებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:53, 17 Oct, 2016     1268
„სტარტაპ საქართველომ" საპარტნიორო ფონდსა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ტრენინგების კურსი დაიწყო. ტრენინგებზე დასწრება შეუძლიათ „სტარტაპ საქართველოს" პროექტის იმ აპლიკანტებს, რომლებმაც „სტარტაპ საქართველოს" ვებ-გვერდზე (startup.gov.ge) ელექტრონული რეგისტრაცია გაიარეს.

აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციების და სტარტაპების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე მარკეტინგულ და გაყიდვების სტრატეგიებს, დახვეწონ ბიზნეს გეგმის წერის უნარები და დაეუფლონ სხვა საჭირო ცოდნას და ინფორმაციას. ტრენინგები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლებსაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ტექნოპარკში ჩაატარებენ.

„ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი იყო შემოსული, ყველა მათგანი დეტალურად განვიხილეთ. გამოვავლინეთ საუკეთესოები, თუმცა სამწუხაროდ, იყო ბიზნეს პროექტები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს. ვიდრე პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყება, ჩვენ გადავწყვიტეთ ტრენინგები ჩავატაროთ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პროექტის განვითარებას. ჩვენ საერთო ჯამში, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ნაწილში გვყავს 56 გამარჯვებული აპლიკანტი და ასევე, გყვავს ასობით იდეის ავტორი, რომლებსაც სურთ დახვეწონ საკუთარი ბიზნეს პროექტები, ისწავლონ როგორ მოგვაწოდონ საკუთარი ინიციატივები, რაზე გააკეთონ აქცენტები და მიიღონ ის საჭირო ინფორმაცია, რაც ბიზნესის დასაწყებად და განვითარებისთვის არის აუცილებელი,“-განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ტრენინგების თემებია:

· რა არის და როგორ იქმნება ინოვაცია, ინოვაციების ეკონომიკა და წამყვანი ინდუსტრიების მიმოხილვა

· ინტელექტუალური საკუთრების დაცვა

· ბიზნესის მოდელირება - ბიზნეს კანვას მოდელი

· ბიზნესის მოდელირება - ღირებულებათა ჯაჭვის კანვასი

· მარკეტინგი, გაყიდვები, სოციალური მედია და ბრენდინგი

· გაყიდვების სტრატეგია და ბაზრის კვლევა

· ფინანსები: ხარჯები, ფასწარმოქმნა, მოგების განაწილება

· როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა

· სტარტაპისა და ინვესტორების ურთიერთობა

„მეორე ეტაპის მეორე კომპონენტია ის რაც დღეს დავიწყეთ. მიზანი არის ზოგადი კვალიფიკაციის ამაღლება მათთვის ვისაც ეს სჭირდება. ტრენინგის მიზანია დაინტერესებულმა პირებმა გაიუმჯობესონ უნარები, დახვეწონ პროექტი და გააკეთონ ხელახალი განაცხადი. რაც შეეხება ახალი კონკურისის დაწყებას, თარიღი დაზუსტებისთანავე გახდება ცნობილი,“- განაცხადა „სტარტაპ ასქართველოს“ დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

პროგრამის ფარგლებში სულ 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. ინოვაციურ ნაწილში გამარჯვებული 36, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 20 აპლიკანტი გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42