„ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერაკა მოგერინიმ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მოგერინის თქმით, ლუქსემბურგში მიმდინარე შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხი არ განიხილება, რადგან აღნიშნული ინიციატივით ევროკავშირის წევრი არც ერთი ქვეყანა არ გამოსულა.
„მაგრამ დღის წესრიგში დგას სანქციები სირიის წინააღმდეგ. ჩვენ ამას აუცილებლად განვიხილავთ. არის მათი გაფართოების შესაძლებლობაც“ - განაცხადა მოგერინი.
დამატებითი ანტირუსულ სანქციებს მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი. მისი თქმით, სწორედ მოსკოვზეა დამოკიდებული, შეწყდება თუ არა სისხლისღვრა სირიაში.
სირიაში დაბომბვები კვლავ განახლდა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ალეპოში ავიაიერიშებს 150 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლოს დაიბომბა სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 4 ბავშვი დაიღუპა.
საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს. რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნები კი აცხადებენ, რომ ავიადარტყმები მხოლოდ ქალაქის გარეუბნებზე და დაუსახლებელ ტერიტორიებზე მიაქვთ, მათი სამიზნე კი ტერორისტთა ობიექტებია.
მასალის გამოყენების პირობები






