ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ,,ნიუპოსტთან" საუბარში განაცხადა. საყვარელიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის შეფასებისა საკითხი სხვაგვარად უნდა დავაყენოთ ,,რამდენად სწორად შერჩეული კანდიდატია გიორგი მარგველაშვილი?!", - განცხადა რამაზ საყვარელიძემ.
"რადგან ჩვენ პრობლემა გვექნება პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ეს კონსტიტუცია ქმნის რისკს იმისას, რომ თუ პრეზიდენტი ადვილად წავიდა სტაბილიზაციის დარღვევაზე, ქვეყნის ინეტერესები თავის ინტერესების წინა არ დააყენა, შეიძლება ორხელისუფლებიანობა მივიღოთ", - დასძინა ექსპერტმა.
საყვარელიძემ აღნშნა, რომ პრემიერ-მინისტრს უყვარს, როცა მას ეკამათებიან, იგი არ არის მორჩილი პიროვნებების მომხრე და სწორედ მარგველაშვილი აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმს:
"ბიძინა ივანშვილს უყვარს როცა მას ეკამათებიან, მას არ უყვარს მორჩილი პიროვნებები, ნამდვილად არ არის მორჩილი მარგველაშვილი, ძალიან პროდუქტილი და პრინციპული მოკამათეა. ასე რომ ამხრივაც მაღალეშელონში, სახელმწიფო პრობლემები სადაც წყდება, მარგველაშვილის ფიგურის ყოფნა მიზანშეწონილია. მარგველაშვილის ფიგურა აბსოლიტურად სანდოა იმ მხრივაც, რომ ის ქვეყნის საზიანოდ ნაბიჯს არასდროს არ გადადგამს", - აღნიშნა საყვარელიძემ.
საყვარელიძემ კომენტარი ალასანიაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ალასანიას კანდიდატურა მის მიერ დაშვებული პოლიტიკური შეცდომების გამო არ იქნა განხილული:
"ალასანიასთან მე მგონი იყო ის პრობლემა, რომ მან ერთხელ დაუდევრობით ნაადრევი ნაბიჯები გადადგა. სწორედ პრეზიდენტობასთან დაკავშირებით. პოლიტიკაში მეორე შეცდომას არ გაცლიან, ერთი შეცდომის ფონზე დასკვნა უკვე გამოტანილია, იმიტომ რომ პრეზიდენტობის დროსაც თუ მსგავსი შეცდომა გამოავლინა შესაძლოა სახიფათო იყოს", - განაცხადა საყვარელიძემ.
ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის დასახელების შემთხვევაში, არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ ,,ქართული ოცნება" დამარცხდეს საპრეზიდენტო არჩევნებში, საყვარელიძე თვლის რომ თუ მოსახლეობა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს დაუჭერს მხარს, მაშინ ქვეყანაში არაფერი შეცვლება და ოპოზიცია კვლავ განაგრძობს მმართველი გუნდისთვის გარკვეულ საკითხებში ხელის შეშლას:
"მე მგონი, "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები თუ გახდებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ეს მათთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება. მოსახლეობამ 90 პროცენტით უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას, ამაზე უარესი შედეგი არ არსებობს. მოსახლეობას ხომ აქვს თავისი ლოგიკა, დავუშვათ ნებისმიერ კანდიდატს, მათ შორის ბაქრაძე საუკეთესოა, დაუჭირა მოსახლეობამ მხარი, მაშინ ხომ იგივე შედეგს მივიღებთ რაც ახლაა, როცა რეგიონებში, დიპლომატიურ ასპარეზზე თუ ეკონომიკაში ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, ხელი შეუშალოს "ქართულ ოცნებას" ყოველმხრივ. ეს სურათი თუ აწყობს მოსახლეობას, მაშინ შეუძლიათ ხმა მისცენ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს", - დასძინა ექსპერტმა.
მასალის გამოყენების პირობები






