ექსპერტების მოსაზრებით, პოტენციურ ინვესტორებს, პირველ რიგში “ბრექსითთან” დაკავშირებული გაურკვევლობა, ასევე სხვა გეოპოლიტიკური ცვლილებები, მათ შორის აშშ-ის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები აშინებთ.
Ernst & Young-ის ექსპერტების თქმით, მსოფლიო საინვესტიციო რეიტინგში დიდი ბრიტანეთი მეშვიდე ადგილს იკავეს, მას უსწრებენ აშშ, ჩინეთი, გერმანია, კანადა, საფრანგეთი და იაპონია.
წინა წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, გაერთიანებული სამეფო მეორე ადგილზე იმყოფებოდა.
„ბრექსითი ნათელი მაგალითია გეოპოლიტიკური ცვლილების, რომელიც ხელს უშლის საერთაშორისო ინვესტიციებს“ - განაცხადა EY-ის ვიცე-პრეზიდენტმა სტივ კრუსკოსმა.
ამავდროულად, როგორც BBC ინგლისის ბანკის თავმჯდომარის მოადგილეზე დაყრდნობით იტყობინება, დიდ ბრიტანეთში ინფლაციის დონემ შესაძლოა, მოსალოდნელ 2 პროცენტს გადააჭარბოს.
მისი თქმით, ინფლაციის ზრდა ფუნტის შესუსტების ხარჯზე მოხდება, თუმცა მკაცრი საბიუჯეტო რეგულაციებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ეკონომიკის ზრდასა და შრომის ბაზარზე.
მასალის გამოყენების პირობები






