ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ, პრემიერ მილოჯუკანოვიჩის მეთაურობით, ხმების 40,7 % მოიპოვა, ოპოზიციურმა "დემოკრატიულმა ფრონტმა" კი ამომრჩევლის ხმების 21 %.
შესაბამისად, მმართველი პარტია პარლამენტში 81-ადგილიან პარლამენტში 35 მანდატს მიიღებს, “დემოკრატიული ფრონტი” კი, 18 ადგილს დაიკავებს.
ექსპერტები შიშობდნენ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში კი, მონტენეგრო რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეოდა.
არჩევნების პარალელურად, სამართალდამცველებმა სახელმწიფო და პოლიციის შენობებზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით სერბეთის 20 მოქალაქე დააკავეს.
მონტენეგრომ დამოუკიდებლობა 2006 წელს გამოაცხადა, ქვეყნის მოსახლეობა 623 ათას ადამიანს შეასდგენს, 2010 წელს კი ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსი მოიპოვა.
2016 წლის მაისში მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს მოაწერა ხელი. მას შემდეგ რაც ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენს, მონტენეგრო ნატოს სრულფასოვანი 29-ე წევრი გახდება.
მასალის გამოყენების პირობები






