The Financial Times-ის ცნობით, რუსეთის მიერ სირიის ქალქების დაბომბვისა და მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, კრემლის მიერ ევროკავშირის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის საკითხზე ამ კვირას, ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელებენ.
აღნუშნული სამიტი, აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებებს დაემთხვა, რომლებიც რუსეთს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობასა და პოლიტიკური პარტიების ელექტრონულ სისტემაზე კიბერშეტევებში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, ივლისში დემოკრატიული პარტიის შტაბზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. აშშ-ის ხელისუფლებამ კიბერშეტავაში რუსეთი დაადანაშაულა, რასაც რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს. კიბერშეტევა რამდენიმე დღის წინაც განმეროდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის "დემოკრატმა" კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა სანდო წყაროებზე დაყრდნობით განაცხდა, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა, რის გამოც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.
კიბერთავდასხმების შემდეგ "ვაშინგტონ პოსტმა" დაწერა, რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას კიბერშევეტებით გეგმავს.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ კიბერშეტევებს აშშ ადეკვატურ პასუხს გასცემს.
"ჩვემ ამის შესაძლებლობა გვაქვს და ჩვენ ისეთ მძლავრ პასუხს გავცემთ, რომ პუტინიც კი შეიტყობს. ეს ისეთ დროს და ისეთ გარემოებებში მოხდება, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ, რათა შედეგი მაქსიმელურად ეფექტური და მტკივნეული იყოს" - განაცხადა ბაიდენმა.
მასალის გამოყენების პირობები






