ჰაჯიევი თანხის გაფლანგვაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თაღლითობაში ცნეს დამანშავედ. ამავდროულად, ჰაჯიევს ბანკისთვის 69 მილიონი მანათის (39 მილიონი დოლარი) გადახდა დაეკისრა.
მის მეუღლეზე, ზამინა ჰაჯიევაზე კი ძებნაა გამოცხადებული.
სასამართლომ, საქმესთან დაკავშირებით, კიდევ რვა ბრალდებულს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა. რვავე ბანკის თანამშრომელია.
ჰაჯიევმა 2015 წლის მარტში თანამდებობა ჯამრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. ის ბანკს 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა.
2015 წლის დეკემბერში კი მსხვილი თანხების მიტაცების ბრალდებით დააკავეს. ქვეყნის შს სამინისტროს ინფორმაციით, ჰაჯიევმა საკუთარ სახელზე, ასევე ოჯახის წევრთა და სხვა პირთა სახელებზე ანგარიშების გახსნისა და მათზე დიდი ფინანსური რესურსების განკარგულება გასცა.
გამოძიების თანახმად, მის მიერ ბანკისთვის მიყენებული ზარალი 138 მილიონ დოლარს( 211,597 მლნ მანათს) აღემატება.
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი ქვეყნის უმსხვილესი ბანკია, რომლის აქციების უმეტესობა სახელმწიფოს ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები






