ბევრი თვლის, რომ ეს უბრალოდ დამთხვევებია, ნაწილი საზოგადოებისა კი ფიქრობს, რომ საგვარეულოები საშინელი წყევლის მსხვერპლნი გახდნენ.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილი ოჯახების საგვარეულოს, რომელთა ტრაგიკულ ისტორიებს წყევლას უკავშირებენ.
1. რომანოვები
თუკი ლეგენდას დავუჯერებთ, რომანოვების საგვარეულოს დაწყევლა ორივე ცრუდიმიტრის მეუღლეს, მარინა მნიშეკს უკავშირდება, 3 წლის შვილის მკვლელობის გამო.
ეს იმავე წელს მოხდა, როდესაც ტახტზე მიხეილ რომანოვი ავიდა.
ცრუდიმიტრი II-ის პიროვნება უცნობია. ის ივანე IV-ის შვილად ასაღებდა თავს, რომელიც თითქოს სასწაულით გადარჩა 1606 წელს. 1607 წელს რუსეთში შეჭრილმა პოლონელთა რაზმებმა, რომლებსაც ვითომ ცრუდიმიტრი II სარდლობდა, მოსკოვამდე მიაღწიეს და სოფელ ტუშინოში დაბანაკდნენ. ბოიართა ნაწილი ჩადგა ცრუდიმიტრი II-ის სამსახურში, მას მხარი დაუჭირა კაზაკების ნაწილმაც. მარინა მნიშეკმა, ცრუდიმიტრი I-ის ცოლმა, ცრუდიმიტრი II თავის ქმრად აღიარა. პოლონელთა რაზმები თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ ქვეყნის ცენტრალური რაიონების მოსახლეობას. აღშფოთებული ხალხის მასები, რომლებმაც ცრუდიმიტრი II-ს „ტუშინოელი ავაზაკი“ შეარქვეს, აღსდგნენ მის წინააღმდეგ. ცრუდიმიტრი II მარინა მნიშეკთან ერთად კალუგაში გაიქცა, სადაც ერთ-ერთმა ნოღაელმა პირადმა მცველმა მოკლა. მნიშეკი კი რუსულმა სპეცსამსახურებმა დაიჭირეს და შვილთან ერთად მოსკოვში დააბრუნეს, სადაც მისი 3 წლის შვილი ჩამოახრჩვეს. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამის შემდეგ დაიწყევლა რომანოვების საგვარეულოს ყველა მამაკაცი.
მაშ ასე:
- თავად მიხაილ რომანოვი 49 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
- მისი 10 შვილიდან 6 ადრეულ ასაკში დაიღუპა.
- მისი ვაჟებიდან მხოლოდ პეტრე პირველი გადარჩა. ამ უკანასკნელის ვაჟი, ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს და ის მალევე გარდაიცვალა.
- ამდენად, პეტრე პირველი მემკვიდრის გარეშე დარჩა.
- ეკატერინე მეორის შვილი, პაველი, ოფიცრებმა საკუთარ სასახლეში მოკლეს, მისი შვილი ალექსანდრ პირველი კი ისე გარდაიცვალა, რომ მემკვიდრე არ ჰყოლია.
- ტახტის მემკვიდრე მისი ძმა, ნიკოლაი პირველი გახდა, რომლის შვილი ალექსეი მეორე, ტერორისტებმა მოკლეს.
- ნიკოლაი მესამემ მხოლოდ 50 წლამდე იცხოვრა, მისი შვილის ბედი კი უცნობია.
2. კენედები
არანაკლები იდუმალებით არის მოცული კენედების საგვარეულოს ისტორია.
- ჯოზეფ კენედი უფროსის ოთხი შვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გარდაიცვალა.
- პირველი ვაჟი, ჯოზეფ კენედი უმცროსი, რომელიც სამხედრო მფრინავი იყო , მეორე მსოფლიო ომის დროს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
- ჯონ კენედი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, 1963 წელს მოკლეს 35 წლის ასაკში. თავად პრეზიდენტ ჯონის პირველი შვილი დაბადებისთანავე, სამშობიაროში გარდაიცვალა.
- რობერტ კენედი ძმის მსგავსად ჩაცხრილეს.
- ჯონ კენედი უმცროსი, ჯონისა და ჟაკლინის შვილი, 29 წლის ასაკში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
- კენედების საგავრეულოში არც ქალებს გაუმართლათ.
- ჯონ კენედის უმცროსი და, როზმარი, 23 წლის ასაკში დაინვალიდდა და მთელი ცხოვრება ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა.
- ჯონის და ჟაკლინის მეხუთე შვილი კი, კეიტლინი 28 წლის ასაკში ავიაკატასტროფისას დაიღუპა.
ამბობენ, რომ ეს საშინელი წყევლა მე-19 საუკუნიდან მოდის, როდესაც ტეხასში პატრიკ კენედის ბანდა სერ მაკნორმანის დილიჟანსს დაესხა თავს. ლედი მაკნორმანს თავისი ქალიშვილი ქორწილში მიჰყავდა. ნადავლი ძვირფასი იყო - დილიჟანსი მდიდარი საპატარძლოს მზითევით იყო დატვირთული, მაგრამ ბანდიტები ნაქურდალს არ დასჯერდნენ. ჯერ მეეტლე და მთელი ამალა ამოჟლიტეს, შემდეგ ქალებიც მოკლეს. თუმცა, სიკვდილის წინ ლედი მაკნორმანმა და მისმა ქალიშვილმა მკვლელები დაწყევლეს... რვა წლის შემდეგ პატრიკ კენედი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ კენედების საგვარეულოს ყველა მამაკაცი სიცოცხლეს ტრაგიკულად ასრულებდა.
3. ბრანდო
ამ შემთხვევაში წყევლის იარაღი ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება გახდა.
ამის შესახებ თავად მსახიობმა მარლონ ბრანდომ განაცხადა: „ მე ირლანდიელი ალკოჰოლიკების შთამომავალი ვარ. მამის სისხლი ალკოჰოლისგან შედგებოდა, ტესტოსტერონისა და ადრენალინისგან. მე ვაღმერთებდი დედას. მან კი ჩვენთვის განათლების მიცემას, დათრობა ამჯობინა.“
- მსახიობ მარლონ ბრანდოს დედა ალკოჰოლიკი გახლდათ.
- ანნა კაფში, ბრანდოს პირველი ცოლი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ჭარბი მოხმარებით გარდაიცვალა.
- მარლონ ბრანდოს ვაჟი, დევი ასევე იყო ნარკოდამოკიდებული და აფექტურ მდგომარეობაში დის ქმარი მოკლა. ის პატიმრობის დროს 49 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა.
- მსახიობის შვილმა 25 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
4. გუჩი

1906 წელს გუჩიო გუჩიმ იტალიაში ტყავის წარმოების სახელოსნო გახსნა და ამ ბიზნესში დიდი წარმატება მოიპოვა. მისი სიკვდილის შემდეგ ბიზნესი მის შვილებს ალდო, რუდოლფო, უგოსა და ვასკოს ერგოთ. გუჩის ბრენდი ნამდვილი იმპერია გახდა.
გუჩის საგვარეულო წყევლა 1995 წელს ამოქმედდა.
45 წლის მაურიციო გუჩის ტრაგიკულმა სიკვდილმა მთელი მსოფლიო შეძრა. დიზაინერი მილანში, საკუთარი ოფისის მახლობლად ჩაცხრილეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობა მისი მეუღლის, პატრიციას შეკვეთილი იყო. მას ეშინოდა, რომ ახალგაზრდა საყვარელზე დაქორწინების შემთხვევაში გუჩი მას მემკვიდრეობის გარეშე დატოვებდა. პატრისიას 29 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს . ამის შემდეგ დაიწყო მთელი რიგი უცნაური და უბედური შემთხვევები. ამბობენ, ყველა იურისტს , ვინც გუჩის საქმეს ხელი მოჰკიდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. აღსანიშნავია, რომ ადვოკატები და მოსამართლეებიც კი გუჩის საქმის დოკუმენტებს არც კი ეხებოდნენ. პატრიცია ციხეშია.
5. ჰემინგუეი
ნობელის პრემიის ლაურეატმა ერნესტ ჰემინგუეიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით 61 წლის ასაკში დაასრულა. ამის მიზეზი დეპრესია გახდა. ჰემინგუეის საგვარეულოსთვის წყევლა თვითმკვლელობა გახდა, რომელიც მამისგან იწყება.
- თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მწერლის მამამ, რომელსაც ცოლთან და შვილებთან ერთად ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა.
- სუიციდით დაასრულეს სიცოცხლე ჰემინგუეის სამივე შვილმა : ერნესტმა და მისმა დამ ურსულამ, დეპრესიის შედეგად თავი მოიკლეს.
- თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მწერლის უფროსმა ძმამაც, ლესტერმა თავი იარაღით მოიკლა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ დიაბეტის გამო ფეხების ამპუტაცია მოუწევდა.
- მწერლის შვილიშვილმა, მოდელმა და მსახიობმა მარგო ჰემინგუეიმ 42 წლის ასაკში, ბაბუის გარდაცველებიდან 35-ე წლისთავზე თავი მოიწამლა.
მასალის გამოყენების პირობები






