"დღევანდელ მსოფლიოში არსებული ვითარება ცივი ომის განვითარებას ჰგავს"- ბაშარ ასადი
მსოფლიო - 10:38, 14 Oct, 2016     2876
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში არსებული ვითარება ცივი ომის განვითარებას ჰგავს.

ამის შესახებ ასადმა „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ საბჭოთა კავშრის დაშლის შემდეგ აშშ-ს ცივი ომი არ დაუსრულებია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გადაიზრდება თუ არა მესამე მსოფლიო ომში სირიის კონფლიქტი, პრეზიდენტმა უპასუხა:

„ჩვენ ვხედავთ კონფცლიქტის ესკალაციას, მაგრამ მთავარი მიზანი - აშშ-ის ჰეგემონიის შენარჩუნება მსოფლიოზე, არავის აძლევს უფლებას იყვნენ პარტნიორები პოლიტიკურ თუ საერთაშორისო არენაზე, იქნება ეს რუსეთი თუ მისი მოკავშირეები დასავლეთში“ - განაცხადა ასადმა. ამიტომაც, ეს ომის სუნი, რომელიც თქვენ მესამე მსოფიო ომად აღწერეთ, იგრძნობა ჰაერში, მაგრამ ეს ჯერ არ არის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი“ - დასძინა სირიის პრეზიდენტმა.

სირიაში ომი 5 წელია გრძელდება. კონფლიქტის მონაწილე წარმოადგენს მხარეებს პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდამჭერები, სამთავრობო ჯარები და ამბოხებულები, სხვადასხვა დაჯგუფებები, ქურთი ამბოხებულები, ასევე რადიკალური ექსტრემისტები - ტერორისტული დაჯგუფებ „ისლამური სახელმწიფო“ .

2014 წელს საერთაშორისო სამხედრო კოალიცამ , რომელსაც აშშ მეთაურობს, ასადის თანხმობის გარეშე, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიაიერიშები დაიწყო.

2015 წლის 30 სექტემბერს კონფლიქტში რუსეთი ჩაერთო, როგორც რუსული მხარე აცხადებს, ბაშარ ასადის თხოვნის შედეგად. ვლადიმერ პუტინის თქმით, ოპერაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურებოდა. თუმცა საერთაშორისო საზოგადოება მას ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე ოპოზიციის პოზიციებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს.

მარტის დასაწყისში, მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სირიიდან რუსული საჯარისო ნაწილების ნაწილობრივ გამოყვანის შესახებ განკარგულება გასცა. თუმცა სირიაში რუსული ბაზები კვლავ დარჩა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა სირიაში მუდმივმოქმედაი სამხედრო ბაზას განათავსა. გარდა ამისა , ვრცელდება ინფორმაცია, რუსეთის მიერ სირიაში თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომლექსები C-300 B4 განთავსების შესახებაც.

სექტემბრის დასაწყისში აშშ-მა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცეცხლის შეწყვეტის 7 დღიანი რეჟიმის შემდეგ, მხარეები სირიაში მოქმედი ჯიჰადისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივ საჰაერო ოპერაციებს დაიწყებენ.

12 სექტემბრიდან გამოცხადებული ზავი რამდენიმე ინციდენტის შემდეგ დაირღვა.

ასადმა სამშვიდობო შეთანხების ჩაშლის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ სირიის ჯარზე დარტყმები განახორციელა.

როგორც ვაშინგტონმა განაცხადა, ავიაერიშები „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებისკენ იყო მიმართული და არა სირიის სამთავრობო არმიაზე. მოგვიანებით ოპერაციაში მონაწილეობა დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ავსტრალიამ აღიარეს

ამის შემდეგ დაიბომა ქალაქ ალეპოს რამდენიმე რაიონი. მოგვიანებით კი სირიაში, ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული ავტოკოლონა დაბომბეს, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონში მიემართებოდა, რის გამოც ვაშინგტონმა მოსკოვთან სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები მიდმინარე თვის დასაწყისში შეწყვიტა.

თეთრი სახლის განცხადებით სირიის ქალაქ ალეპოსთან "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე ავიაიერიშის დროს ჰაერში სუ-24 ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი დაფრინავდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42