მილიარდერების რაოდენობით ჩინეთმა აშშ-ს კიდევ ერთხელ გადაასწრო
მსოფლიო - 19:54, 13 Oct, 2016     4236
მილიარდერების რაოდენობით, ჩინეთმა კიდევ ერთხელ გადაასწრო ამერიკის შეერთებულ შტატებს, თანაც საგრძნობი უპირატესობით.

ამის შესახებ დასავლური მედია, ჩინურ „ფორბსად“ წოდებულ „ჰიურენზე“ დაყრდნობით იტყობინება.

„ჰიურუნი“ 18 წელია ჩინეთში მდიდარი ადამიანების ყოველწლიურ სიას აქვეყნებს.

მონაცემების თანახმად, ჩინეთში წელს 594 მილიარდერია, მაშინ როცა შტატებში მათი რიცხვი 535-ია.

ჩინელი მილიარდერების სიის სათავეი კერძო საკუთრების გლობალური ლიდერი, "ვონდა გრუპის" დამფუძნებელი ვან ცზიანლინია. მისი ბიუჯეტი 32. 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. წლის დასაწყისში "ვონდა გრუპნა" ამერიკული კინოსტუდია Legendary Entertainment 3.5 მილიარდ დოლარად შეიძინა.

რეიტინგში მეორე ადგილს 30.6 მილიარდი დოალრით "ალიბაბას" დამფუძნებელი იკავებს.

მესამე ადგილი სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის Tencent-ის პრეზიდენტს, პონი მას ერგო. მისი კაპიტალი 24.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეოთხე ადგილზეა საინვესტიციო კომპანიის Baoneng Group-ის ხელმღანელი იაო ჩჟენუა - 17.2 მილიარდი დოალრით.

მართალია, მილიონერების რიცხვით ჩინეთმა აშშ-ს გადაასწრო, თუმცა არცერთი ჩინელი მილიარდერი გლობალურ დონეზე უმდიდრესი ადამიანების ტოპ-ოცეულში არ შედის. ჟურნალ „ფორბსის“ თანახმად გლობალურ დონეზე უმდიდრესი ადამიანების სიაში "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი ამერიკელი ბილ გეიტსი ლიდერობს 75 მილიარდი დოლარით. მეორე ადგილზეა ბრენდი „ზარას“ მფლობელი ამანსიო ორტეგა 67 მილიარდი დოლარით, მესამეზე კი ლეგენდარული ინვესტორი უორენ ბაფეტი 60. 8 მილიარდი დოლარით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42