BBC-ის ცნობით, ახალი კანონპროექტის გამოქვეყნება შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა შოტლანდიის ნაციონალური პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შოტლანდიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განიხილოს თავისი დამოუკიდებლობის საკითხი, მანამ სანამ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირს დატოვებს.
სექტემბრის დასაწყისში სტერჯენმა განაცხადა , რომ შოტლანდიის მთავრობამ რეფერენდუმის ჩასატარებლად სამართლებრივი ჩარჩოს მომზადება დაიწყო.
შოტლანდიაში არ ეთანხმებიან „ბრექსითის“ შედეგბს, რომლის თანახმადაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ტოვებს. შოტლანდიელების უმრავლესობა ევროკავშირის წევრობის მომხრეა.
სტერჯენის თქმით, ბრექსითის ფონზე, შოტლანდიელების ინტერესების დაცვა აუცილებელია.
გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი მიმიდინარე წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.
მასალის გამოყენების პირობები






